2016 წლის საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და გაირკვა ის რვა გუნდი, რომლებიც პირველობისთვის იბრძოლებენ.
პირველი ჯგუფის დასკვნით ტურში, „ჯიქმა“ „აკადემიას“ პრემიალური ქულით, 62:7 მოუგო და „ყოჩები“ პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მერე „აია 1“-მა ქუთაისში „ყოჩებს“ 68:0 სძლია და პირველი ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა. ქუთაისელებმა 4 თამაშში მეტოქეს ჯამში 279 ქულა გაუტანეს, თავად კი, მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვეს.
„ბ“ ჯგუფში, გადამწყვეტ მატჩში, ქუთაისში „ბაგრატმა“ „წიქარას“ 33:21 მოუგო, მას სატურნირო ქულებით გაუტოლდა და ურთიერთშეხვედრაში წარმატების ხარჯზე, თასისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჯგუფში მეხუთე თამაში მოიგო ლიდერმა „ლელომ“, რომელმაც „აია 2“-ს 68:14 სძლია და ჯამში 22 სატურნირო ქულა მოაგროვა. ამავე ჯგუფში ვანის „არგომ“ თბილისში „თიბისი“ 26:17 დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
„გ“ ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ ურთიერთშეხვედრები გუნდებს მეორე ეტაპზე მიყვებათ და ამრიგად, თამაშებს უმნიშვნელო არ ეთქმოდა. ლიდერთა ჯახში „ლოკომოტივმა“ მეორე ადგილოსან „არმიას“ 40:0 მოუგო, პრემიალური ქულაც მიიწერა და პირველ ადგილზე მაქსიმუმით - 25 სატურნირო ქულით გავიდა, ხოლო „არმიამ“ მეორე ადგილი დაიკავა. „ხულიგანამ“ ხაშურში მასპინძელ „ლეგიონს“ დაძაბულ ბრძოლაში 8:0 მოუგო. დაძაბული გამოდგა კახური დერბიც, რომელშიც პატარძეულის „ვეფხვებმა“ თელავში „კახეთს“ 28:14 სძლია.
„დ“ ჯგუფში ლიდერთა ჯახში ირკვეოდა ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს, რუსთავში „ხარებმა“ „იუნკერ ჩოხოსნებს“ 26:14 მოუგო და ის პირველი ადგილიდან ჩააჩოჩა, თუმცა თასისთვის ბრძოლას ორივე აგრძელებს. დასავლეთ საქართველოში გამართულ კიდევ ორ შეხვედრაში „ბათუმმა“ წყალტუბოში „დინოზავრი“ 31:14 დაამარცხა, ხოლო „ქობულეთმა“ ოზურგეთში „არწივებს“ 47:17 სძლია.
ამრიგად, ჭაბუკთა „ა“ ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას „აია 1“, „ლოკომოტივი“, „ხარები“, „ლელო“, „ბაგრატი“, „იუნკერები ჩოხოსნები“, „არმია“ და „ჯიქი“ გააგრძელებენ, ხოლო დანარჩენები სანუგეშო ტურნირში გადაერთვებიან. სანუგეშო ტურნირში გუნდები ორ, 7 და 8-გუნდა ჯგუფებში არიან განაწილებული და პირველი წრის თამაშების შედეგები სატურნირო ცხრილში მათაც გადაყვათ.
ჭაბუკთა „ა“ ლიგა. პირველი ეტაპი | |||||||||||||
6/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ | ||
1 | აია 1 ქუთაისი #1 | 4 | 4 | 0 | 0 | 4 | 0 | 0 | 279:003 | +276 | 20 | ||
2 | ჯიქი თბილისი #9 | 4 | 3 | 0 | 1 | 2 | 0 | 0 | 134:063 | +71 | 14 | ||
3 | ყოჩები თბილისი #8 | 4 | 2 | 0 | 2 | 2 | 0 | 0 | 087:086 | +1 | 10 | ||
4 | აკადემია თბილისი + | 4 | 1 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 023:169 | -146 | 4 | ||
5 | ჯრუჭი საჩხერე #16 | 4 | 0 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 006:208 | -202 | 1 | ||
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 6/04 @ 18.15 | ||||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში | |||||||||||||
6/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ | ||
1 | ლელო თბილისი #2 | 5 | 5 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 184:040 | +144 | 22 | ||
2 | ბაგრატი ქუთაისი ^ + | 5 | 3 | 0 | 2 | 1 | 2 | 0 | 088:053 | +35 | 15 | ||
3 | წიქარა თბილისი #10 | 5 | 3 | 0 | 2 | 3 | 0 | 0 | 130:077 | +53 | 15 | ||
4 | თიბისი თბილისი + | 5 | 2 | 0 | 3 | 1 | 0 | 0 | 073:108 | -35 | 9 | ||
5 | არგო ვანი #15 | 5 | 1 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 061:149 | -88 | 5 | ||
6 | აია 2 ქუთაისი #7 | 5 | 1 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 036:145 | -109 | 4 | ||
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 6/04 @ 18.20 | ||||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში | |||||||||||||
"გ" პული | |||||||||||||
6/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ | ||
1 | ლოკომოტივი თბილისი #6 | 5 | 5 | 0 | 0 | 5 | 0 | 0 | 158:027 | +131 | 25 | ||
2 | არმია თბილისი #3 | 5 | 4 | 0 | 1 | 2 | 0 | 0 | 146:074 | +72 | 18 | ||
3 | ხულიგანა თბილისი #11 | 5 | 3 | 0 | 2 | 2 | 1 | 0 | 108:048 | +60 | 15 | ||
4 | ვეფხვები პატარძეული #14 | 5 | 2 | 0 | 3 | 1 | 0 | 0 | 079:132 | -53 | 9 | ||
5 | კახელები თელავი + | 5 | 1 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 047:183 | -136 | 4 | ||
6 | ლეგიონი ხაშური + | 5 | 0 | 0 | 5 | 0 | 1 | 0 | 044:118 | -74 | 1 | ||
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 6/04 @ 18.30 | ||||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში | |||||||||||||
დ" პული | |||||||||||
6/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ |
1 | ხარები რუსთავი #4 | 5 | 4 | 0 | 1 | 3 | 1 | 0 | 194:038 | +156 | 20 |
2 | იუნკერები ჩოხოსნები #5 | 5 | 4 | 0 | 1 | 3 | 0 | 0 | 211:060 | +151 | 19 |
3 | ბათუმი ბათუმი #13 | 5 | 3 | 0 | 2 | 2 | 1 | 0 | 109:079 | +30 | 15 |
4 | პონტო ქობულეთი #12 | 5 | 3 | 0 | 2 | 1 | 0 | 0 | 112:096 | +16 | 13 |
5 | დინოზავრი წყალტუბო + | 5 | 1 | 0 | 4 | 1 | 0 | 1 | 092:136 | -44 | 4 |
6 | არწივები ოზურგეთი + | 5 | 0 | 0 | 5 | 0 | 0 | 1 | 025:334 | -309 | -1 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 6/04 @ 18.30 | ||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია