პოპულარულმა სარაგბო გამოცემა PlanetRugby-მ მკითხველთა მოსაზრებები გაანალიზა და მათგან სამი უმთავრესი მიმართულება შეარჩია.
რა გასაკვირია, რომ წერილების უმეტესობა ექვსი ერის ფორმატის შეცვლას, მის შვიდ ერად გადაკეთებას ეხებოდა და ვებ-გვერდზე მაილს ალექსანდერის მოსაზრება მოხვდა სათაურით - შვიდი ჯობია ექვსს:
„ვფიქრობ ლოგიკური იქნება, თუ ექვს ერს ერთი გუნდი დაემატება და ის შვიდ ერად გადაკეთდება, რაც ერთ, ან ორ წელიწადში ერთხელ, ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვის საშუალებასაც გააჩენს.
საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ შეუძლია უსიამოვნებები შეუქმნას ევროპულ ელიტას და მოცემულ მომენტში „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში იტალიაზე მაღლა იკავებს ადგილს. ტოპ-გუნდებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ რუმინელებსაც, რომლებსაც ისტორიულად უკვე დამარცხებული ჰყავთ რამდენიმე ევროპული გრანდი.
შვიდი გუნდის ჩართვა ტურნირს გახდის უფრო სანახაობრივს და ამავდროულად, დანარჩენ ევროპულ ქვეყნებს გაუჩნდებათ უდიდესი სტიმული. მათ მიეცემათ შანსი ერთ დღეს ითამაშონ ისეთ ცნობილ სტადიონებზე, როგორებიცაა „მარიფილდი“ და „თვიქენჰემი“. რაგბის ადმინისტრატორები მუდამ თამაშის ზრდაზე საუბრობენ და ამ გზით ამის შესანიშნავი შანსი გაჩნდება“.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვა კარგი იქნება
ევროპა შუაზე გადაიხსნება
ამ შემოდგომაზე თუ ისე წარიმართა მოვლენები როგორც მე ვფიქრობ და როგორც ჩვენ გვაწყობს არაა გამორიცხული ნოემბრის ბოლოს რეიტინგში მე 7 ე ადგილზე ავღმოჩდეთ და ეს იმას ნიშნავს რომ საფრანგეთი შოტლანდია და თავისთავად იტალია ჩვენს ქვემოთ აღმოჩნდება
ადგნენ მერე და ჩაატარონ სამი ერი
ურუგვაი დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, მაშინ როდესაც ეს ტიტული არ აქვს ბევრ საფეხბურთო ქვეყანას... ამ მიმართულებით საქართველოს რაგბის კავშირსაც შეუძლია გააქტიურდეს
რაგბი ევროპის კავშირმა უნდა ჩაატაროს ევროპის ჩემპიონატი, გაუგზავნოს მოწვევა ყველა სარაგბო ქვეყანას და თუ იუარებს ბობოლები აღმოჩნდება, რომ პირველ ევროპის ჩემპიონატის ტიტულს მოიპოვებს საქართველო და ეს ტიტული ისტორიას დარჩება და ამის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებიან....რაგბი ევროპის კავშირის პასიურობით არის გამოწვეული ექვს ერსა და დანარჩენებს შორის ეს უფსკრული
ამ შემოდგომაზე მიეცემათ ჩვენს ლომებს კარის საბოლოოდ შეგლეჯვის შესაძლებლობა და ღმერთმა შეაძლებინოთ!!!ამინ!!!
რაც არ უნდა გაძალიანდენ, მაინც შევამტვრევთ კარებს.