ექვსი ერის ხელმძღვანელები ტურნირის განვითარების გზებზე მსჯელობას განაგრძობენ და ერთ-ერთ მიმართულებად ბონუს-ქულების სისტემის დანერგვას განიხილავენ.
დღეისათვის მხოლოდ ამ ტურნირში არ მოქმედებს შეტევითი ან დაცვითი ბონუს-ქულების სისტემა, როცა სხვადასხვა შეჯიბრებებში დამატებითი 1 ქულის მიღების განსხვავებული სისტემები არსებობს - ზოგან ამისათვის 4 ლელოს დადება კმარა, ზოგან აუცილებელია მეტოქეზე სამით მეტი ლელო დადო. დაცვით ბონუსს საფრანგეთის ჩემპიონატის გარდა ყველაგან ის გუნდი იღებს, რომელიც 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხდება - საფრანგეთში ზღვარი 5 ქულაა.
ექვსი ერის მმართველებს არცერთი ეს სისტემა არ ხიბლავთ ან უბრალოდ სურთ გამორჩეულები იყვნენ და მათ მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, ბონუს-ქულას ის გუნდი მიიღებს, რომელიც მეტოქეს გასვლით მატჩში დაამარცხებს და ამასთან, მინიმუმ 4 ლელოს გაიტანს. დაცვით ბონუსზე პროექტში საუბარი საერთოდ არაა და The Rugby Paper-ის ცნობით, არაა გამორიცხული ცვლილებები ექვსი ერის 2017 წლის სეზონში დაინერგოს.
ამ პროექტს ტურნირის მონაწილეებთან ერთად სექტემბერში განიხილავენ, თუმცა მას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და ეს არცაა გასაკვირი. ბევრი თვლის, რომ ამით გუნდები არათანაბარ პირობებში იქნებიან, რადგან ყოველწლიურად, ექვს ერში გუნდების ნაწილს სამი, ხოლო ნაწილს ორი გასვლითი მატჩი უწევს. მაგალითისთვის, 2017 წლის სეზონში ირლანდია, საფრანგეთი და უელსი სტუმრად სამ, ხოლო იტალია, ინგლისი და შოტლანდია ორ თამაშს ჩაატარებენ. გარდა ამისა, უპირატესობა ექნება იმ გუნდებსაც, რომლებსაც გასვლითი თამაშები რომში, იტალიასთან ექნებათ ჩასატარებელი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ივლისის ბოლოს დამატებაზე ლაპარაკი არ იდგა დღის წესრიგში
მარა სად წავლენ ნოემბრის ბოლოს რომ შუაზე გავყოფთ მაგ ექვსირიერს
ივლისის ბოლოს დავსხდებით და ვიმსჯელებთ საქართველოს დამატება არ დამატებაზეო რა ქნეს ნეტავ მაგ ნამუსგარეცხილებმა
მერე 7 ერი თუ იქნება, ზუსტადაც რო შინ და გარეთ თამაშები თანაბრდება.
გამოგვიჩნდა ერთი არგუმენტიც
თუ ტურნირის განვითარების გზებზე ფირობთ, დაიმატეტ საქართველოს ნაკრები რომელიც დედებს მოგიხნავთ!!!