7-კაცა

14:45 | 9.08.2016 | ნანახია 3425 - ჯერ

7-კაცა – ნაფარეული 2016

ვიდრე 3 სექტემბერს დიდი 10-ის სეზონი აიღებდეს სტარტს, 13 და 14 აგვისტოს, ნაფარეულში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველი, შესარჩევი ეტაპი გაიმართება 7-კაცა რაგბში.

ტურნირში, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებითა და თელავის რაიონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობენ დიდი 10-ის ყველა და პირველი ლიგის ექვსი კლუბი.

გუნდების განთესვა დიდი 10-სა და პირველი ლიგის 2015-16 წლის სეზონებში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდა.

პირველ, შესარჩევ ეტაპზე 16 გუნდიდან შეირჩევა საუკეთესო 12, რომლებიც საქართველოს 2016 წლის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას მე-2 და მე-3 ეტაპებზე განაგრძობენ.

“შვიდკაცას ჩემპიონატი ზოგადად რაგბის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. მითუმეტეს, წელს, როდესაც ამ სახეობის დებიუტია ოლიმპიადაზე. მოგეხსენებათ, შარშან ჩემპიონატი ვერ გაიმართა ვინაიდან, მსოფლიო თასის მზადების პროცესში ელემენტარულად რესურსი აღარ გვყოფნიდა ტურნირის გამართვისათვის. 2016 წლიდან კი ამ კუთხით მნიშვნელოვნად გავაქტიურდდებით“, - განაცხადა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ეს შესარჩევი ეტაპია, უნდა გამოვავლინოთ 12 საუკეთესო გუნდი შემდეგ ორ ეტაპში მონაწილეობისთვის. ნაფარეულში ვიხილავთ დიდი 10-ის ყველა გუნდს და პირველი ლიგის ექვს საუკეთესოს. წელს გუნდები 15-კაცა რაგბის პირველობების 2015-16 წლის სეზონის რეიტინგების მიხედვით დავალაგეთ, ხოლო გაისად უკვე წლევანდელი 7-კაცას ჩემპიონატის სამივე ეტაპის ჯამური შედეგით დავალაგებთ რეიტინგს“, - დასძინა მამრიკიშვილმა.

საქართველოში რაგბის, კერძოდ კი შვიდკაცას მეტი პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაში ტრადიციულ სარაგბო კერებს - თბილისსა და ქუთაისს გასცდეს და მეტი რეგიონი მოიცვას და ამიტომაც პირველივე ეტაპი ნაფარეულში იმართება.

“იქიდან გამომდინარე, რომ კახეთი საქართველოს ერთ-ერთი დიდი რეგიონია, რომელიც რაგბის კუთხით ცოტა არ იყოს მიძინებულია, კავშირში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარაგბო ცხოვრება კახეთში გამოვაცოცხლოთ და სწორედ ნაფარეულით ვიწყებთ ჩემპიონატს. არსებობს მოსაზრება, რომ მეორე ეტაპი ფოთში ჩატარდეს, ვინაიდან თბილისი და ქუთაისი ისედაც სარაგბო კერებია საქართველოში. რაც შეეხება ფინალურ, ანუ მესამე ეტაპს, ის თბილისში გაიმართება“, - განაცხადა მამრიკიშვილმა.

ტურნირის გვერდი >>>

7-კაცა. ნაფარეული 2016 | 13-14 აგვისტო

A ჯგუფი

ლელო სარასენს

არმია

არმაზი

სტუ

B ჯგუფი

ლოკომოტივი

აკადემია

ბაგრატი

პატარძეული

C ჯგუფი

ჯიქი

აია

ხარები

ივერია

D ჯგუფი

ყოჩები

ბათუმი

დინამო

თიბიეს უნივერისტეტი

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:04 | 09.08.2016
zangura (109)

ახალი არაფერი ხდება რაგბში? დაწერეთ რამე ნიუსები.

რა უსიცოცხლობაა რა უბედურებააა ბლინ .................

12:58 | 12.08.2016
temuchin (431)

ზღვაზე არიან ეტყობა, ან მთაში

0.080214