საქართველოს რაგბის კავშირი და ბათუმის მერია 5, 6 და 7 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან (კომპლექს მაგნოლიის წინ) მდება ქვიშის კომპლექსში გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ქვიშის რაგბის ფესტივალი. წლევანდელი ტურნირში მონაწილეობენ მხოლოდ სამოყვარულო კლუბები, წვეული და კორპორატიული გუნდები, ასევე ირაგბებენ გუნდები ინგლისიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. 5 აგვისტოს გაიმართება ქალთა, ხოლო 6 და 7 აგვისტოს კაცთა ტურნირები.
ტურნირის მხარდამჭერია თიბისი ბანკი, სპორტისა და ახალგაზრდბის საქმეთასამინისტრო და სპორტი ყველასათვის
ტურირის ორგანიზატორია საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი
ტურნირის პარტნიორები არიან ნატახტარი და კოკა კოლა. მატჩის ბურთების მომწოდებელია სარაგბო ინვენტარის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია რაინო.
LIVESREAM
6 და 7 აგვისტოს (კაცთა ტურნირი) ლაივსთრიმს შემოგვთავაზებს საქართველოს რაგბისკავშირის პარტნიორი ინტერნეტ მაუწყებელობის პორტალი DEVI.GE
ბათუმის ქვიშის რაგბის ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მსვლელობისას ინფორმაციული განახლებების სანახავად ეწვიეთ ტურნირის გვერდს.
გუნდები
ქალთა ტურნირი 5 აგვისტო:
ლანჩხუთი, სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი
კაცთა ტურნირი 6 და 7 აგვისტო:
დევები, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, მეკობრეები, თელავი,მწვადიაური, ბათუმის უნივერსიტეტი, რედ ზოუნ, ბულდოგები (ინგ), ქართალარ(თურ), რაშა ბიჩრაგბი (რუს)
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თან ესე შეიქმნება სხვა კასტა მოშვიდკაცე რაგბისტების, სად გინახიათ შვიდკაცაში ეროვნულის მოთამაშეები(კუპერი,ჰაბანა და სონი სხვა რამაა მათ ოლიმპიადაზე უნდოდათ).
რამდენჯერ მომსვლია ესეთი აზრი, შეიქმნეს შვიდკაცას ლიგა ბიზნეს კლუბებით ტბისი,ავერსი, და სხვადასხვა ფირმების სახელებით-სპონსორობით(მინი ფეხბურთში იყო როგორც მსხსოვს) ასე მაინც ეშველება შვიდკაცას!!!!