სხვა

17:32 | 31.07.2016 | ნანახია 3548 - ჯერ

თასი მესამე დონის ტურნირისთვის

იმისათვის, რომ ევროპის მესამე დონის სარაგბო ტურნირი სრულფასოვან გათამაშებად იქცეს, ორგანიზატორები გარკვეულ ცვლილებებს გეგმავენ.

დღეისათვის მისი დანიშნულება ჩელენ ქაფის ბოლო ორი მონაწილის გარკვევაა და ეს უცვლელად შენარჩუნდება, ოღონდ ეს ორი გამარჯვებული, წინანდელისგან განსხვავებით, სამომავლოდ ფინალურ შეხვედრასაც გამართავენ. შესაბამისად, იგეგმება თასის დაწესება, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა. ეს ჯერჯერობით პროექტია და არაა გამორიცხული, პირველი ფინალური მატჩი წელსვე, 13-14 მაისს შედგეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის თამაშები 2016 წლის 13-16 და 20-23 ოქტომბერს, 8-11 და 15-18 დეკემბერს, ასევე 2017 წლის 12-15 და 19-22 იანვარს გაიმართება. ნახევარფინალები გაისად 30 მარტს და 21-23 აპრილსაა დანიშნული.

უკვე ცნობილია, რომ იტალია ტურნირში ოთხი კლუბით იქნება წარმოდგენილი - ჩემპიონი „როვიგო“, „კალვიზანო“, „პეტრარკა“ და „მოლიანო“. მასში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ჩემპიონი „კრასნი იარიც“. თანხმობა განაცხადეს ესპანელებმა და გერმანელებმაც, რომელთაც სავარაუდოდ „ელ სალვადორი“ და „ჰაიდელბერგერი“ წარმოადგენენ. ჯერჯერობით უცნობია რუმინელების, ბელგიელების და პორტუგალიელების ბედი. გადაწყვეტილია, რომ წელს ქართული კლუბი ევროტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:26 | 02.08.2016
BEERTRANCE (1073)

ისევ მომდევნო წლის იმედად დავრჩით.

23:43 | 01.08.2016
krasni (587)

არადა ჩვენს ჩემპიონატს მაგრად წაადგება ევროპაზე მონაწილეობა, ვაგვიანებთ.

10:10 | 01.08.2016
muchachino (19)

ეეე, გოჩა სვანიძევ და დანარჩენებო, რას ჰგავს ეს? რას გვიკეთებთ მანდ რომ წელს თუნდაც ჩემპიონის (ლელო-სარასენსი) გაყვანას ვერ მოაბით თავი?! სულ სახელმწიფოს უნდა უყუროთ ხელებში ან თუნდაც ჯიბეში?! იმ კინოს არ იყოს ("რაჭა ჩემო სიყვარულო"), ასე გინდათ თქვენ გეგმა შეასრულოთ?! ვაი ჩვენს თავს თუ ბელგიურ-პორტუგალიური გუნდებიც გავიდნენ და მიიღეს მონაწილეობა, მაშინ რა 6 ერზეა საუბარი! აკი თქვეს კიდეც იტალიელებმა რომ საქართველოს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს 6 ერზე, გამართული საკლუბო სტრუქტურისა და ევროთასებზე მონაწილეობის გარეშეო

20:38 | 31.07.2016
tamasho (88)

ვერც -ა- ნაკრებს და ვერც ერთ კინკილა კლუბს თავი ვერ მოაბეს

0.081544