ამბები

16:42 | 31.07.2016 | ნანახია 5864 - ჯერ

ინფორმაცია დაშავებულების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე და გიორგი ლომინაძე რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივე პაციენტს, გულ-მკერდის ძლიერი ტრავმების გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად პრევენციისა, განუვითარდათ პნევმონია (ფილტვების ანთება). უტარდებათ სათანადო თერაპია. ანანო ბუაძეს თბილისიდან ჩასულმა ოფთალმოლოგმა ჩაუტარა კვლევები. ყბა-სახის ძვლების მოტეხილობების გამო დაზიანებული მარჯვენა თვალი შენარჩუნდება და დაიგეგმა მკურნალობის სტრატეგია. იგი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე.

გიორგი ლომინაძის ზოგადი მდგომარეობა ხასიათდება დადებითი დინამიკით.უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მისი მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა და ინფექციის კუპირების შემდეგ დაიგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ქვემო კიდურებზე.

ნუცა გუნცაძესთანაც (გიორგი ლომინაძის მეუღლე) იგეგმებოდა მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა, მაგრამ შეღვიძებისას განვითარებული კონვულსიების (კრუნჩხვა) გამო ვერ მოხერხდა. მიმდინარეობს სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. აღნიშნული პათოლოგიის შესაბამისი მედიკამენტოზური დოზირებით დასტაბილურების შემდგომ განხორციელდება პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა. ეტაპობრივი შეღვიძებებისას გამოხატავს რეაქციას ექიმის ბრძანებაზე. რჩება მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყიფილებაში.

როგორც ადრე გაცნობეთ, მერაბ კვირიკაშვილი 28 ივლისს გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა რჩება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:23 | 01.08.2016
მებრძოლი ლაზი (124)



ukleba - დაფიქრება არ მაკლია ნამდვილად.. და არც სუბიექტური ვარ, ყოველშემთხვევაში ობიექტურად სუბიექტური ვარ.. პირიქით რომ მომხდარიყო და იმ მანქანის მძღოლი გარაჩენილიყო და ამის არა მაშინ ხომ იქნებოდა ამ მანქანის მძღოლი მართალი და იმის მტყუანი? მაგრამ მე სულ სხვას ვამბობ - მტყუან მართალზე საუბრის უფლება მხოლოდ ტრაგედიის მონაწილეთა ნათესავებს აქვთ და სამართალდამცავ სტრუქტურას... ჩვენ კი მხოლოდ თანაგრძნობის უფლება გვაქვს და ვისაც თანაგრძნობა არ გაგაჩნიათ მაშინ თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ ამ სივრცეში ნუ აფრქვევთ!!!

17:31 | 02.08.2016
BEERTRANCE (1073)

ზუსტად როგორ მოხდა არ ვიცი, მარა ამ ბრბო ქვეყანაში მინახავს 2 მანქანა წესიერად რო მიდის და ვიღაც დეგენერატი ვიგინდარას გამო 1-1 მძღოლი რო ცდილობს ვიგინდარას აცდეს და სხვას ეჯახება.

10:03 | 01.08.2016
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა გამძლეობა და სულიერი სიმტკიცე მიცეს მეკოს და აცხოვნოს მისი მეუღლე.

09:57 | 01.08.2016
ukleba (77)

Mebrdzol lazs mivmartav. Me shentvis sheuracxyoda sheni azris gamotqmis gamo ar mimiyenebia. Miuxedavad imisa rom es bolo komentari ashkarad azrsaa moklebuli da subieqturia. Xoda jobs sanam rames dacer xolme jer dafiqrde ras cer dzma. Meore manqanashi chemi uaxloesi megibari gardaucvala da imis onaxs hkitxe aba daudebroba da saproceso shetanxmebebi ra shvebaa. Aci sanam rames dacer chemi txocnaa rom minimum dafiqrde ras cer sa sheuracxofas sanam sxvas miayeneb orjer dafiqrdi radgan rogorc chans erti dafireba ar kmara.

22:10 | 31.07.2016
Torres9 (48)

აუუუუჰ მეკოს მეუღლე გარდაიცვალა ღმერთმა ნათელში ამყოფოს(((((((

21:58 | 31.07.2016
GO_GO_LELOS (81)

სამწუხაროდ მეკოს მეუღლე გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს.

21:45 | 31.07.2016
→ LELOS← (98)

ხალხო რეებს წერთ სირხვილია რაზე კამათობთ??? სამწუხაროდ მეკოს მეუღლეც გარდაიცვალა

18:46 | 31.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მე დაგიკონკრეტებ ,,უკლება", ერთიც რომ შენ არავინ გეკითხება ვინმეს დასჯას და შენ ტყავში დაეტიე და მეორეც 6-10 წლამდეა, მაგრამ ვინაიდან არის გაუფრთხილებლობითი დანაშაული დაზალებულების უფლებამონაცვლეების თანხმობის შემთხვევაში უპრობლემოდ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელზე...ასე, რომ არა მკითხე მოამბეებო თქვენ თავს მიხედეთ და თქვენი ჩარევის გარეშე უკეთ გაარკვევენ მხარეები ერთამენთში ურთიერთობას!!!

10:22 | 01.08.2016
ukleba (77)

დაგილაიქებდი სიამოვნებით მკითხე მოამბეო ეს უბედურება რო არ მომხდარიყო. ახლა უბრალოდ შევწყვეტ წერას.

20:24 | 31.07.2016
BEERTRANCE (1073)

აუფ რა კარგია. ღმერთმა დაგიფაროს და ვინმე შენიანს რო მოსვლოდა ეგეთი მაგნაირად იჭიკჭიკებდი?

იგინი გაერკვევიან ურთიერთობაში რას ნიშნავს. ამდენი დეგენერატი რო ზის საჭეზე და სახელმწიფოს ფეხებზე კიდია და ხვალ იგივე ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს.

17:46 | 31.07.2016
ragby777 (20)

აუჰ, როგორ მეცოდებიან(( ამდენ ტანჯვა წამებას არ გინდა გაუძლო ((

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს სამივე.

17:05 | 31.07.2016
ukleba (77)

იმედია ყველანი გამოჯანმრთელდებიან და კარგად იქნებიან. რედაქციას ვთხოვ გაარკვიეთ რა ხდება აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. არავისდაავიწყდეს რომ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. მე როგორც ვიცი სასჯელი ამ დანაშაულისათვის დაახლოებით 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. იქნებ დაურეკოტ სათანადო ორგანოებს და გაარკვიოთ რა და როგორ ხდება

0.088773