საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე თავის ახალ კლუბ „ბრივს“ ორშაბათს შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ენობრივი ბრიერი გარკვეულ სირთულეებს შექმნიდა და ლობჟანიძის უმთავრესი ამოცანა ამ პრობლემის აღმოფხვრაა. ის გუნდის საწვრთნელ ბაზაზე, „კორეზეში“ დაბინავდა, რამაც ენის სწავლა უნდა გაუადვილოს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ამ ეტაპზე მისთვის ბურთის ხელიდან გაშვება უფრო ადვილია, ვიდრე ინტერვიუს მიცემა“. მცირედი კომენტარის გაკეთებაში ვასილს ნაკრებსა და კლუბში მისი თანაგუნდელი, მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი დაეხმარა:
„მხოლოდ მცირედი ინგლისური ვიცი და კარგია ბაზაზე რომ ვიცხოვრებ. რაც უფრო ხშირად გავიგებ ფრანგულ სიტყვებს, მით უფრო გამიადვილდება ენის ათვისევა“ - ბოდიშის მოხდით ამბობს ლობჟანიძე, რომელმაც გასულ შემოდგომაზე უკვე მოასწრო მსოფლიოს გაკვირვება.
„მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ენის ცოდნა, ვიდრე ჩემთვის. ჩემი საქმე მხოლოდ მიწოლაა“ - სიცილით ამბობს ასიეშვილი.
ამ მომენტისთვის ვასილი საკვანძო ფრაზებს სწავლობს, რომელიც აუცილებელია კომუნიკაციისთვის, თუმცა კარგად ესმის, რომ დიდ გუნდში მოხვდა, სადაც უფრო მეტი აქვს სასწავლი.
„მსოფლიო თასი წარსულია, ახლა წინ „ბრივი“ და ტოპ 14-ია“ - ასკვნის ლობჟანიძე, რომელსაც ენის შესწავლის პარალელურად, უკანა ხაზის მწვრთნელ ფილიპ კარბონოსთან ერთად მოუწევს საკუთარი ოსტატობის დახვეწა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა ადრე უნდა დაეწყო ფრანგულის სწავლა ხომ იცოდა რომ არ ასცდებოდა საფრანგეთში თამაში DDD
აბა შენ იცი. ყოველთვის გაგვიხარდება შენი წარმატებები
წარმატებები, ვასკა! წელებზე ფეხის დადგმა კი მოგიწევს მაგრამ შენს თავს და ნაკრებსაც გაცილებით უფრო გამოადგები. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა (ტრავმების აცილებას და შრომას ვგულისხმობ), მაშინ მომავალ მსოფლიოზე ერთ-ერთი უძლიერესი 9 ნომერი გვეყოლება
აქ ვასო მაგრად მოუმატებს და უფრო გამოადგება ნაკრებს.
ისე ადრეც რომ დაეწყო ფანგულის სწავლა არიქნებოდა ცუდი წარმატებები უნდა გაიბრწყინოს ამან აუცილებლად