საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით მერაბ კვირიკაშვილი 28 ივლისს გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა რჩება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.
დანარჩენი სამი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დღეს თბილისიდან ქუთაისში ჩავიდა ოფთალმოლოგი, ანი ბუაძის თვალის ტრავმის გამოსაკვლევად და შესაბამისი თერაპიის დასაგეგმად.
დღესვე ნუცა გუნცაძეს ჩაუტარდება თავის ტვინის საკონტროლო კომპიუტერული გამოკვლევა. ბუაძის და გიორგი ლომინაძის ტრავმატოლოგიური ოპერაციები ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების საშიშროების გამო ჯერჯერობით გადაიდო.
სამივე პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, თუმცა აღსანიშნავია ზოგადი სიტუაციის მცირედი გაუმჯობესება.
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია შეძLებისდაგვარად მალე შეძლებს მეკო მოედანზე გასვლას.
ღმერთო, ეროვნული ტრაგედიაა, შენ დაუმკვიდრე სასუფეველი გარდაცვლილებს და შეეწიე ჩვენს და-ძმებს წამოდგნენ! ვინ მიცა საქართველოს შვილი დასაკარგი. მერაბ შენთანაა შენი მშობელი ერი ძმაო.