სტატიები

0:10 | 29.07.2016 | ნანახია 2073 - ჯერ

პარტნიორობა რაგბის განვითარებისთვის

დღეს, 28 ივლისს ხელი მოეწერა სასპონსორო ხელშეკრულებას საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია ‘კანტს’ შორის, რომელმაც ახალი ენერგეტიკული სასმელი სავაჭრო ნიშნით 16TH (მეთექვსმეტე) შექმნა, რისი უმთავრესი მიზანი საქართველოში რაგბის განვითარების ხელშეწყობაა.

საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ენერგეტიკული სასმელის გაყიდული ყოველი ერთეულიდან, 5 თეთრი გადაირიცხება საქართველოს რაგბის კავშირში.

ამიერიდან, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ბორჯღალოსანთა მომავალ წარმატებებში, როგორც მეთექვსმეტე მოთამაშემ.

დაგროვილი ფინანსები მოხმარდება ქართული სარაგბო ინფრასტრუქტურის იმ ნაწილს, რომელსაც, შესაბამისი მომენტისთვის დასჭირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, თუნდაც იმ კუთხით, რომ სტანდარტული სასპონსორო ურთიერთობების მიღმა გამოჩნდა პარტნიორობის კიდევ ახალი ფორმა, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენთვის ახალმა კომპანიამ. კომპანია ‘კანტის’ მსგავსად სხვა კომპანიებსაც შეუძლია თავიანთი მარკეტინგული პოლიტიკიდან გამომდინარე შემოგვთავაზონ თავიანთი პროდუქცია პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვეხმაურებით.

„ჩვენ ვიცით რაში დავხარჯოთ ფული, გვაქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. გვაქვს ამბიცია, რომ გავზარდოთ ჯანსაღი თაობა, რომ საქართველოს ნაკრებს ღირსეული, ფასეულობების მატარებელი და მაღალი პროფესიული ხარისხის შევსება ჰქონდეს მუდმივად. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი და საზრუნავი. ასე, რომ მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მივესალმებით.“ განაცხადა გოჩა სვანიძემ.

„ჩვენთვის დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს ქართული რაგბის განვითარებაში. ჩვენთან ერთად ამ ენერგეტიკული სასმელის თითოეული მომხმარებელი თავის მხრივ მონაწილეობას იღებს ქართული რაგბის განვითარებაში. ბოლო მონაცემებით დაგროვებული თანხა შეადგენს 80 000-მდე ლარს. ეს ხელშეკრულება გათვალისწინებულია 5 წლიანი ვადით, თუმცა ვფიქრობთ, რომ თანამშომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“ დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა კომპანია კანტის წარმომადგენელმა, ნოდარ მელაშვილმა.

ქართული რაგბის ქომაგებს პროდუქტის რეალიზაციით დაგროვებული თანხების და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გვერდზე www.16th.ge.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:30 | 31.07.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ ყველაფერი კარგი, მარა ენერგეტიკულ სასმელებს არ ვეკარები სათოფედ.

ჩემი ამხანაგები ვინც სვამს იმათ მოვუწოდებ რო ეგ დალიონ მაშინ.

19:53 | 29.07.2016
Kala94 (151)

ძაან მაგარი პროექტია ! მადლობა 16 TH-ს და წარმატებები !

19:54 | 29.07.2016
Kala94 (151)

*კომპანია კანტს მადლობა!

0.087093