4 ერი

18:39 | 28.07.2016 | ნანახია 1963 - ჯერ

ავსტრალია „ტულონიდან“ გიტოს გასათავისუფლებად იბრძვის

ავსტრალიის ნაკრების ხელმძღვანელობას ფრანგული „ტულონის“ მესვეურებთან დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ, რათა მეთ გიტომ მოახლოებულ რაგბის ჩემპიონატში (იგივე 4 ერის გათამაშება) მონაწილეობა მიიღოს.

33 წლის უკანახაზელი საფრანგეთში დარჩა და „ტულონთან“ ერთად შეუდგა მზადებას, მაშინ, როცა ასევე ტოპ 14-ში მოთამაშეები ადამ ეშლი-კუპერი და დრიუ მიტჩელი „ვოლაბების“ შეკრებაზე უპრობლემოდ წავიდნენ. „ტულონის“ პრეზიდენტ მურად ბუჯელალს საკუთარი მორაგბეებისთვის სანაკრებო შეკრებაზე წასვლაში არაერთხელ შეუშლია ხელი. როგორც ავსტრალიური პრესა წერს - „ფრანგული კლუბის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, „ვოლაბების“ სატურნირო გეგმებში დიდი ცვლილებები შეიტანოს“.

რაგბის მმართველი ორგანოს წესდების თანახმად, კლუბებს არ აქვთ უფლება მორაგბეს ხელი შეუშალონ სანაკრებო შეკრებაზე წასვლაში. ბუჯელალმა განაცხადა, რომ იგი ხელს არ უშლის მოთამაშეებს, მაგრამ ნაკრებთან ერთად გატარებული დროისთვის იგი ფულის გადახდას არ აპირებს.

თუ გიტო კლუბს მიატოვებს და ნაკრებს შეუერთდება, მას „ტულონში“ ორი თვე გაუცდება, რადგან „ვოლაბები“ შეკრებას ოფიციალურად 8 აგვისტოს იწყებენ, ხოლო რაგბის ჩემპიონატი 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079099