18:28 | 28.07.2016 | ნანახია 2593 - ჯერ

იაპონიას და სამოას მესხზე ვუმასპინძლებთ

2016 წლის სანაკრებო სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეცხრედ, ზედიზედ კი მეექვსედ მოიგეს. წლეულს ზაფხულში, ჩვენი სანაკრებო რაგბის ისტორიაში პირველად ოფიციალურად ჩავერთეთ ივნისის ტესტებში და დებიუტშივე წარმატებას მივაღწიეთ - ოკეანეთი წაუგებლად მოვიარეთ. სამოასთან ფრედ 19:19 ვირაგბეთ, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შევხვდით ტონგას და 23:20 გავიმარჯვეთ, ხოლო ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში 14:3 ვძლიეთ ფიჯის. ამის შედეგად კი, მსოფლიო რაგბის რეიტინგში, ჩვენთვის უპრეცენდენტო, მე-11 ადგილზე დავწინაურდით.

მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ ამას ბორჯღალოსნებმა და სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო თასზე მიღებული მუხტის შენარჩინებითა და საგრძნობლად გაზრდილი თავდაჯერებულობით მიაღწიეს „მსოფლიო თასმა და ოკეანეთის ტურნემ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შეგვმატა და ყველამ ვიცით, რომ სპორტში კარგად თუ მიუდგები საქმეს, იმუშავებ და თავდაჯერებულობას გაზრდი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა გვინდა, რომ ტოპ 10-ში მოვხვდეთ და თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.“

ნოემბრის ტესტები

წინ ნოემბრის ტესტებია. წელს ორ მატჩს შინ ვითამაშებთ, ხოლო ერთ გასვლაზე. 12 ნოემბერს თბილისში იაპონია გვესტუმრება, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის დამარცხებითა და საუცხოო თამაშით, ფურორი მოახდინა.

ერთი კვირის შემდეგ, 18 ნოემბერს, სამოას ვუმასპინძლებთ, რომელსაც თილისში ბოლოს 2013 წლის 23 ნოემბერს ვეთამაშეთ და 16:15 დავამარცხეთ. წელს ‘მანუ სამოას’ ოკეანეთის პირველივე ტესტში ვერაგბეთ და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 19:19 დავზავდით.

წლის დამაგვირგვინებელი ტესტში, 26 ნოემბერს გასვლაზე შოტლანდიას ვერკინებით, რომელსაც 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვეთამაშებით.

„ნოემბრის ტესტები ქართული რაგბისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაზას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ შინ მეორე დონის ორ უძლიერეს ნაკრებს, იაპონიასა და სამოას ვეთამაშებით, ასევე გასვლაზე ისტორიული რკენა გველის პირველი დონის გუნდის, შოტლანდიის წინააღმდეგ.

„ეროვნული ნაკრების მორაგბეების, სამწვრთნელო შტაბისა და სტაფისთვის, ეს კიდევ ერთ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და რაც მთავარია ჩვენ ფანტასტიურ ქომაგებისთვს განსაკუთრებული სიხარული მივანიჭოთ.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

იაპონიასთან და სამოასთან, ისევე როგორც ნებისმიერ სხვხა საშინაო მატჩზე, უდიდესი მნიშვნელობა ექნება სავსე ტრიბუნებს. მილტონ ჰეიგის აზრით ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც საქართველოში ბორჯღალოსნების მატჩების დროს სტადიონზე იქმნება, გუნდის წარმატებაში ერთ-ერთ გადამწვეტ როლს თამაშობს.

„მთელს მსოფლიოში აუმრავი ქომაგი გვყავს, მაგრამ როდესაც შინ ვთამაშობთ სწორედ ჩვენი ‘რაგბზე შეშლილი’ გულშემატკივრები ქმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენ თამაშზე და წარმატებაზე. სწორედ ამ სავსე ტრიბუნების ‘გავლენა’ დაგვეხმარება წელს მივაღწიოთ დასახულ მიზანს - მსოფლიო რეიტინგის მე-10 პოზიციას.“ დასძინა ჰეიგმა

სტადიონები და დროები

გულშემატკივრებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ტესტები იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

ორივე მატჩი საქართველოს დროით 15 საათზე დაიწყება. ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:58 | 29.07.2016
aviatori01 (5)

იაპონიასთან თამაში (12 ნოემბერი) ემთხვევა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს მოლდოვასთან

ვინაიდან ორივე სტადიონი ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის მათი გადასაწყვეტია რომელ სტადიონს დათმობენ
კიდე ერთი მინუსი ისეაა რომ ფაქტიურად ორივე სპორტს ერთი და იგივე ქომაგი ჰყავს და შესაბამისად ორივე თამაშზე დასწრების მიზნით დრო გადანაწილდა, შესაბამისად რაგბს სამწუხაროდ შუადღე შეხვდა
ნუ ეს ყველაფერი ლოგიკურიცა, მაგრამ არ მესმის რატომ არ შეიძლება 18 ნოემბრის თამაშის დინამო არენაზე და ღამის (19:00-20:00) საათებში ჩატარება.

ხომ უნდა დავიწყოთ ნამდვილი რაგბის ჩვენება ბოლოსდაბოლოს

12:19 | 29.07.2016
temuchin (431)

მომკალით და არ მიყვარს ეს მესხის სტადიონი, ჯერ სტატისტიკას რომ გადავხედოთ მანდ ჩატარებული რაგბის მატჩებისას მეტი წაგება გვაქვს მაშინ როცა დინამოზე პრაქტიკულად არ დავმარცხებულვართ. წრუმორწმუნე არ ვარ მაგრამ რაც 20 იან წლებში ვაკის პარკის მაგ მიდამოებში ხალხია დახვრეტილი გამორიცხულია მანდ სასიკეთო აურა ტრიალებდეს

20:45 | 28.07.2016
tamasho (88)

ვითომ რაო დინამო არ გაივსება?

19:16 | 28.07.2016
shotai-olimpi (89)

რა მმესხზე, დინამოზე უნდა ვითამაშოთ, მანდ რუმინეთთან ძლივს ვიშოვე ბილეთები საჭირო დინამო რომ დავანახოთ ყველას როგორ გავავსებთ 55 000 სტადიონს!!!

18:53 | 28.07.2016
გზავნილი (81)

მოფრინავ ნოემბერში, თქვენს გვერდით ვიქნები ლომები თბილისშიც და შოტლანდიაშიც. არც ერთი ადგილი არ უნდა დარჩეს სტადიონზე და არც ერთი წუთი უხმაუროდ. ამ თმაშებს უდიდესი მნისვნელობა აქვს ჩვენი რაგბის მომავლისთვის. იქნება რაგბის კავშირმა როგორმე მოახერხოს ბილეთების ორგანიზაცია რომ მსოფლიო თასის მსგავსად გულშემატკივარი გაფანტული არ იგდეს. არგენტინასთან თამაშზე 4 კაცი ვიჯექით 3000 არგენტინელის გარემოცვაში

20:04 | 28.07.2016
lelos (3)

21 -ში დაიწყო ბილეტების გაყიდვა სჰოტლანდიაში. 21-დილით დავრეკე რეგბის პედერაციაში და შევეკიტხე თუ იყო გამოყოპილი ბილეტები რეგბის ფედერაციისთვის, მინდოდა მეც ქართველ გულშემატკივრებტან ერთად ვმჯდარიყავი,მატ მითხრეს რომ არანაირი ინფორმატია არ პკონდათ ბილეთებთან დაკავშირებით. სხვა გზა არ მკონდა ვიყიდე ეგრევე 2 ბილეთი პირველ რიგში შუაში.

0.075809