20-წლამდელები

13:39 | 28.07.2016 | ნანახია 4151 - ჯერ

რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა 65 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

„ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. 65 მილიონ დოლარზე მეტი სლოვაკური და კანადური ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატსა და ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება.

„2017 წელს ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ასევე, ხელბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. გვაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება. უმნიშვნელოვანესია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს, რომ მაღალ დონეზე გავუძღვეთ ამ ღონისძიებას. ბოლო ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოსგან ნახევარ მილიარდზე მეტი დაიხარჯა. ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერააა ქართული სპორტის განვითარებისთვის და შესაბამისი შედეგია. საქართველო ფაქტობრივად რეგიონალური ცენტრი გახდება“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„ეს ძალიან კარგია და მოსახლეობის გაჯანმრთელებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. იქნება მოძებნილი საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი იმისთვის, რომ ეს სერვისები მოსახლეობის ფართო ფენებისთვის უკვე შემდგომ ხელმისაწვდომი იყოს. მეორეს მხრივ, უნდა იყოს ჯანსაღი ბიზნეს მოდელი, რომელზეც იმართება ინფრასტრუქტურა, ვინაიდან სახელმწიფო არ უნდა გახდეს კონკურენტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურისა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

INFO9


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:29 | 31.07.2016
BEERTRANCE (1073)

სანამ არ აშენდება ვერ დაეჯერება

16:52 | 28.07.2016
iberiana (33)

სოდომიტი მომღერლების ჩამოთრევას გახტაკანი ბიუჯეტიდან მილიონების ბნევის ხარჯზე და ახალგაზრდობისთვის მათ ჩვენებას, ზუსტადაც რომ ასეთი რამეები ჯობს. ისე ტარიელა ხარ, თუ ავთანდილა, რა რეგიონული ცენტრი? აგერაა აზერბაიჯანი და ნახე, თუნდაც ჩვენს საზღვართანვე რა სანიჩბოსნო ბაზა აქვს მინგეჩაურზე. შენ რომ რეგიონული ცენტრი გახდე, ჯერ ფსიქოთროპული და ელესდე უნდა აკრძალოს შენმავე ბარიგა მთავრობავ, ეგ არ გამოგრჩეს "ბატონო" მინისტრო! ისე ჯერ გააკეთეთ და ჰოპ მერე იყვირეთ. მაგ ტენდერ-ინვესტიციებიდანაც მაგრად დაიკორმებით და დასკდებით პრემიერო, ეგ გადარდებთ თქვენ და არა ქართული სპორტის მომავალი და ქართველი ახალგაზრდობა. თქვენი "სპორტი" კაზანტიპის კარვებში წყდება უკვე კაი ხანია.

17:55 | 28.07.2016
Kala94 (151)

რატომ კაცო მე "სოდომიტ" მომღერლებსაც ვუსმენ და სპორტულ ღონისძიბებბსაც სისტემატურად ვესწრები.. ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მივდევ.. ელექტრონული მუსიკის ფესტივალებიც მომწონს.. არ შეიძლება ისიც ვაკეთოთ და ისიც?

00:47 | 29.07.2016
iberiana (33)

სმენაზე და ჯაზ-ბანდაზე არაა აქ საუბარი, ისედაც გახტაკან ბიუჯეტს რომ თავზე იმხობენ და ღრეობენ ეგაა კონტექსტი. ერს და ქვეყანას რომ ვერ ხედავენ სალაფავში ჩამხობილები. დაგიმარცვლო? და როცა თაობის გაჯანსაღებაზე კნავიან, ჯერ ჯიბეებში აფთიაქებიდან ნაბარიგალი დასტები გადაითვალონ, ჩაწყვიტეს თაობა ნაძალადევ და ფსიქოთროპულ ძილში. შეგერგოს ისიც და ისიც, შენი ნებაა. სპორტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს ქვეყანაში, ეროვნული თვითშეგნება ქმნის(ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მაგალითზე გეტყვი) და მაგას აგილერას ტაშ-ფანდურა და ლაზერული ჰანგები ვერ შეგიქმნის.

19:59 | 29.07.2016
Kala94 (151)

კონცერტებზე გავამახვილე ყურადღება, რომლებიც ხალხის გემოვნების ასამაღლებალდ ტარდება.. წამალზე დამოკიდებულება და თანამედროვე მუსიკის მოსმენის ერთ კონტექტში გაყვანა არასწორად მიმაჩნია.. რაც შეეხება ეროვნულ თვითშეგნებას, მასთან ერთად საზოგადოებას გემოვნებაც უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ განვითარდეს და განავითაროს საკუთარი კულტურა..

14:02 | 31.07.2016
iberiana (33)

კონტექსტს(ნათქვამის შინაარსს) თუ ოდნავ მაინც მიხვდი, ესე იგი ქართულად დამიწერია... სწორი ისაა, რომ ჩახდილი ვილიამსი და ახდილი აგილერა და შპრიცი და ბიო კი არ უნდა შეაჩეჩეს სახელმწიფომ მოზარდს თვალში და ხელში, არამედ ზუსატადაც რაგბი, კიკბოქსი, კარატე. კულტურა ღირსების დაცვიდან იწყება(საფუზველს სახურავზე კი არ დგამენ, პირიქით). იმედია იაპონურ-ოკინავური არ იქნება რაც დავწერე...

21:40 | 31.07.2016
Kala94 (151)

OK

13:47 | 28.07.2016
Kala94 (151)

ძაან მაგარია.. მაგრამ ერთია - საკმაო დრო გვაქვს დაკარგული.. 25 წლის წინ რომ დაგვეწყო ეს ყველაფერი დღეს საკმაოდ მაღალ დონეზე ვიქნებოდით.. და კიდევ ერთი - იქნებ ბიზნესთან შეთანხმების შედეგად ერთი დიდი სარაგბო არენა და მრავალფუნქციური სპორტ-დარბაზი აშენდეს თბილისში.. ეს 2 ობიექტი ძაან გვაკლია ამ ეტაპზე..

17:35 | 28.07.2016
buratino (480)

მეც მაგას ვამბობდი აქამდე რომ 20 წლამდე რაგბის მსოფლიო გვიახლოვდება და რას ვუცდით-თქო. ასეა თუ ისე, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კარგია რომ ეს ყველაფერი ბოლო-ბოლო იწყება. აი ჩვენს ეროვნულ რაგბის ნაკრებს რომ ცალკე სტადიონის აშენება სჭირდება (დაიმსახურეს კიდეც), ამაზე 2 აზრი არ არსებობს. იქნებ შეაპარონ მთავრობიდან ეს საკითხი იმ ერთ ადამიანს ვისაც ამის მოგვარება ხელეწიფება

17:53 | 28.07.2016
Kala94 (151)

ეეჰ.. მაგ კაცს თავისი ხუშტურები აქვს.. დიდ სტადიონს დიდი საკონცერტო დარბაზი ურჩევნია.. მაგრამ ნაჩუქარს გემო არ გაესინჯება

13:48 | 28.07.2016
Kala94 (151)

ოღონდ არ დაიწყოთ რომ წინასაარჩევნოდ კეთდება ეს ყველაფერი.. შეიძლება კეთდება კიდევაც და იმის ნამუსზე იყოს ვინც აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ უმნიშვნელოვანესი პროექტებია..

0.085815