ზე-18

13:28 | 6.04.2016 | ნანახია 1347 - ჯერ

პოკოკი სამი კვირით დასაჯეს

ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და „ბრამბისის“ ფლანკერი დევიდ პოკოკი „არასამართლიანი თამაშისთვის“ სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

გასულ შაბათს, კანბერაში „ჩიფსთან“ 23:48 წაგებული შეხვედრის 74-ე წუთზე, 27 წლის მორაგბე უბურთო მეტოქეს მოლში, კისერში წაეტანა. ახლა ის 24 აპრილამდე ვერ ითამაშებს, მაგრამ რადგან „ბრამბისი“ სუპერ რაგბის მეშვიდე ტურში ისვენებს, პოკოკს მერვე და მეცხრე ტურში, ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს.

ამრიგად, დევიდი საკუთარ გუნდს „ვარატასისა“ და „კრუსეიდერსის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება და მოედანს 30 აპრილს, „ჰაილენდერსთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105065