ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ ტიტჯინსი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა სასტარტო შვიდეულთან დაკავშირებით.
ის ფიქრობს, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მნიშვნელობა ექნება სასტარტო დღეს, ხოლო საბოლოო წარმატებაში დიდი როლი ეკისრებათ სათადარიგო მოთამაშეებს.
„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გუნდი ვერ იქნება საკმარისად კარგი, თუ მას კარგი სათადარიგოთა სკამი არა აქვს. ამჟამად ჩემი ხელმძღვანელობით ბრწყინვალე მოთამაშეების ჯგუფი ვარჯიშობს. ჯერჯერობით არ შემიძლია სასტარტო შვიდეულის დასახელება. ნაკრებში ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა. ვფიქრობ, რიოში სათადარიგოთა გავლენა გადამწყვეტი იქნება. რაც შეეხება თამაშებს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კარგი დასაწყისი. იაპონიასთან და კენიასთან გასამართმა შეხვედრებმა თავდაჯერებულობა უნდა შეგვმატოს“ - ამბობს ტიტჯინსი, რომლის გუნდიც ჯგუფურ ეტაპზე კენიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებს შეხვდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია