6 ერი

16:23 | 26.07.2016 | ნანახია 4005 - ჯერ

ინგლისი ექვს ერში ცვლილებებს ეწინააღმდეგება

ინგლისის რაგბის კავშირი ექვს ერში განსახორციელებელ შესაძლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„რატომ უნდა შევცვალოთ ის, რაც ძალიან კარგად მუშაობს?“ - განაცხადა ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა იან რიჩმა BBC-თან საუბარში.

ამ პასუხში რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ შესაძლოა, „ბორჯღალოსნები“ თებერვალ-მარტში კვლავაც დარჩნენ მაღალი დონის თამაშების გარეშე. გლობალურად, საუბარია „მსოფლიო რაგბის“ ხელმძღვანელის, ბილ ბომონტის თხოვნაზე, რომელიც ექვსი ერის ორგანიზატორებს ტურნირის ჩატარების ვადების აპრილში გადაწევისკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, ეს არ მოხდება და ექვსი ერის ვადებად ძველებურად თებერვალ-მარტი დარჩება. რიჩის თქმით, ვადების შეცვლით სამხრეთ ნახევარსფეროსთან თამაშების კუთხით რაიმე გაუმჯობესების შესაძლებლობა არ იკვეთება და ამდენად, ცვლილებების განხორციელება უაზროდ მიაჩნია.

„ჩვენ გვაქვს სატელევიზიო კონტრაქტები და უამრავი ტელემაყურებელი, ასევე სტადიონები, რომლებიც ყოველ თამაშზე პირთამდე ივსება. ასე, რომ რაიმეს შესაცვლელად ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას ვეწინააღმდეგები“ - ამბობს ინგლისელთა წარმომადგენელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, 2019 წლის მსოფლიო თასამდე არაფერი შეიცვლება. თუმცა, უახლოესი ექვსი-ცხრა თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს წამყვანი ნაკრებების წარმომადგებლები უნდა შეთანხმდნენ იმ საერთაშორისო კალენდარზე, რომელიც 2027 წლამდე იმუშავებს. სამხრეთელებს სურთ, რომ ივნისის ტესტ-სერიების ჩატარების ვადა ივლისში გადავიდეს, რათა უწვეტად გახდეს შესაძლებელი სუპერ რაგბის სეზონის ჩამთავრება. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ჩრდილოელთა თანხმობის გარეშე ვერ მოხდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:07 | 26.07.2016
tamasho (88)

კრასნი
გაისისთვის კი არა და ნოემბერშიც შეიძლება თავისუფლად მე 8 ზე დავჯდეთ
მერე აღარ დაჭირდებათ 6 ერი ხოდა შეკვეცონ და ჩაატარონ 3 ერი აუ რა სანახავი იქნებიან ახლავე მაჟრჟოლებს კარგი ბიჭებო თუ არა ცუდად გავხდი

18:35 | 26.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

შეხედეთ ამას.. როგორ გავს დასაკოდ ღორს...

17:04 | 26.07.2016
krasni (587)

მოვიკითხოთ დიდი სიყვარულით ბატონი რიჩის დედიკო, ჩვენ კი ჩვენი საქმე გავაგრძელოთ, რასაც აღმასვლა ჰქვია. მელიტონას და ბიჭებს კარგი სვლა აქვთ აღებული, ახალგაზრდებიც მხარს კარგად უბავენ. განვითარება უნდა გაგრძელდეს ისეთი, რომ ეს მათხოვრები იქეთ შეგვეხვეწონ. შემოდგომაზე 10-ში შევიდეთ, გაისისთვის კიდევ 8-ში. მაგენი ისე იზამენ, რომ მსოფლიოს ფინალსაც გვათამაშებენ.

17:04 | 26.07.2016
muchachino (19)

შენი დდშვც მე შენი, შე ინგლისელო ღორჯოვ!

17:03 | 26.07.2016
buratino (480)

როგორც ყოველთვის, მაძღარი და გაბერილი ევროპა (ინგლისის მეთაურობით)

16:31 | 26.07.2016
maxo_65 (458)

ღლე ხარ ....

0.088838