ამბები

15:42 | 26.07.2016 | ნანახია 5136 - ჯერ

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, გუშინ სამივე პაციენტს - "ლელო-სარასენსის" მორაგბე გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, ჩაუტარდა ურთულესი, რამდენიმე საათიანი ოპერაცია ყბა-სახეზე მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობების გამო. ქირურგიული ჯგუფი დადებითად აფასებს ოპერაციების შედეგებს.

პაციენტები კვლავ რჩებიან მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა რომ კვლავ არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, ზოგადი მდგომარეობის დინამიკა შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად.

რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მანამდე ავღნიშნეთ, იგი მრავლობითი დაჟეჟილობებით გადაყვანილია პალატაში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:47 | 27.07.2016
iberiana (33)

საქართველოვ, სად გყავს შვილი დასაკარგი? შეეწიე ზეციურო საქართველოვ, განგვიკურნე!

0.083681