ინგლისი

16:56 | 25.07.2016 | ნანახია 4039 - ჯერ

გიორგი ნემსაძის ახალი ცხოვრება - პრემიერშიპში

უკვე ვწერდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ, ინგლისის პრემიერშიპში წელს დაბრუნებულ „ბრისტოლთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახლა ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

„გიორგი ზუსტად შეესაბამება პრემიერშიპის მეორე ხაზის მოთამაშეს. ის მძიმეა და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზში, რომელმაც დიდი ხანია საერთაშორისო დონეზე გაითქვა სახელი“ - ამბობს „ბრისტოლის“ მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი, რომელსაც ინგლისის და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებშიც უმუშავია.

„ისეთ მორაგბეებს ვარჩევთ, რომლებიც სრულად შეეფერებიან „ბრისტოლის“ სტანდარტებს და კულტურას. გიორგი გუნდში ახალ ცოდნას შემოიტანს, ის 10 წელია საფრანგეთში თამაშობს და როგორც უკვე ვთქვი, ფიზიკურადაც გაგვაძლიერებს“ - დაამატა რობინსონმა.

„ჩემი ამბიცია იყო, რომ უმაღლეს დონეზე მეთამაშა და მოხარული ვარ „ბრისტოლთან“ კონტრაქტის გაფორმებით. ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყება - პრემიერშიპში. მე ენდისთან სამომავლო გეგმებზე ვისაუბრე და მისი ამბიციები შთამბეჭდავია. ყოველთვის, სადაც მითამაშია, თანაგუნდელებთან ერთად სრული 100%-ით ვიხარჯებოდი და ასე იქნება აქაც. მოუთმენლად ველი „ბრისტოლთან“ ერთად ვარჯიშის დაწყებას“ - თქვა ოფიციალური წარდგენისას ნემსაძემ, რომლის ანგარიშზეც 62 სანაკრებო კეპია და გასული სეზონი საფრანგეთის მეორე დონის, პრო დ2-ის „ტარბში“ გაატარა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:12 | 26.07.2016
zurageorgevich (45)

წარმატებები გიო!!! ჯაბა ბრეგვაძის მერე გიორგის ინგლისის პრემიერშიპში გადასვლა მაიმედებს, რომ იქნებ ინგლისის ბაზარი ავითვისოთ... ერთი ორი ბურჯიც წაიყვანონ და ნახონ ქართველი მორკინალების ძალა როგორც ტოპ 14 ში დროა პრემიერშიპშიც ვთქვათ ჩვენი სათქმელი... ნემსოზე ბევრია დამოკიდებული, ეჭვიც არ მეპარება ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის... კაია გაიხარე და გაიმარჯვე

04:38 | 26.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

23:20 | 25.07.2016
buratino (480)

წარმატებები

22:49 | 25.07.2016
krasni (587)

წარმატება ვუსურვოთ გიორგის.

21:34 | 25.07.2016
Kala94 (151)

მაგარი ამბავია ! წარმატებები ნემსო !

20:30 | 25.07.2016
მოვიდა ბიძააა (10)

წარმატებები გიო, აბა შენ იციი

18:02 | 25.07.2016
LA.paata (38)

აბა შენ იცი გიორგი, წარმატებებს გისურვებ...

0.071538