ამბები

13:46 | 25.07.2016 | ნანახია 1458 - ჯერ

უელსელებმა მწვრთნელი „ტულონში“ არ გაუშვეს

უელსის რაგბის კავშირმა ქვეყნის ეროვნული გუნდის დაცვის მწვრთნელ შონ ედვარდს ფრანგულ „ტულონში“ წასვლის ნება არ მისცა.

ის მთავარი მწვრთნელის, უორენ გეტლანდის ასისტენტია და პასუხს დაცვის დაწყობაზე აგებს. გეტლანდმა თქვა, რომ შონის წასვლის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა ბოლო სიტყვა უელსის რაგბის კავშირს ეკუთვნოდა, რომელთანაც ედვარდსმა შარშან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისგან უარი მიიღო.

„შონი „ტულონში“ არ წავა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გაძლიერებას ვგეგმავთ, ედვარდსი გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე დარჩება“ - განაცხადეს უელსის რაგბის კავშირში.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077457