7-ქალა

11:31 | 25.07.2016 | ნანახია 2950 - ჯერ

7-ქალა: მხოლოდ მე-6 ადგილი

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ევროპის კონფერენც 1 დივიზიონის გათამაშება მე-6 ადგილზე დაასრულა და შედეგად, "ალაფის" საგზური ვერ მოიპოვა.

მიზანი ტურნირის ფინალში გასვლა იყო, რაც ქართველ გოგონებს ერთი საფეხურით დაწინაურების საშუალებას მისცემდა და ჰგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს. მათ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ბალკანეთი 24:0, სლოვენია 14:5 და ლუქსემბურგი 26:5, რითაც თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

სამწუხაროდ, მეორე დღის პირველსავე შეხვედრაში, თურქებმა ქართველ გოგონებს უშანსოდ, 24:0 სძლიეს და ამით "ა" დივიზიონში, იგივე "ალაფაზე" ასვლის ფიქრი დასრულა. V ადგილის ნახევარფინალში ბულგარეთის 17:0 ძლევის შემდეგ, ლუქსემბურგმა საქართველოს 7-ქალასთან რევანში აიღო, ტურნირის დასკვნით მატჩში 10:22 დავმარცხდით და წლევანდელი კონფერენც 1 მე-6 ადგილზე დავასრულეთ. ფინალში ლატვიამ მალტა 15:7 დაამარცხა და ზედა დივიზიონში ისინი დაწინაურდნენ.

ამრიგად, 7-ქალამ წლის ერთადერთი ოფიციალური ტურნირი წარუმატებლად დაასრულა და გაისად კვლავ ბოლო, კონფერენც 1 დივიზიონში ითამაშებს. წლის ბოლომდე გუნდს რამდენიმე ამხანაგური ტურნირი ელის, მათ შორის "დუბაი სევენსი".

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:47 | 27.07.2016
ogafa (407)

საწყენია

0.080844