ამბები

17:09 | 24.07.2016 | ნანახია 3203 - ჯერ

არგენტინელები ურუგვაელების გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობენ

ევროპული ექვსი ერისგან განსხვავებით, სამხრეთელ ბობოლებს კარგად ესმით რაგბის გლობალიზაციის მნიშვნელობა და ეგრეთწოდებული მეორე და მესამე დონის სარაგბო ქვეყნების გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობენ.

ამის მაგალითი იყო და არის იაპონიის სუპერ რაგბიში ჩართვა, ამავე ტურნირში კუნძულელების [სამოა, ფიჯი, ტონგა] ფრანშიზის დამატებაზე ზრუნვა და ამერიკის ექვსი ერის დაარსება, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და რომელშიც არგენტინის, აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ჩილეს და ბრაზილიის ნაკრებები თამაშობენ.

ახლა არგენტინელი ძმები - ფილიპ და მანუელ კონტეპომები, რომლებიც 2007 წლის მსოფლიო თასზე გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ, სამხრეთ ამერიკაში ახალ პროექტს იწყებენ. ისინი პირველად ურუგვაის რაგბის ისტორიაში, ამ ქვეყანაში რაგბის აკადემიას დაარსებენ, სადაც ტოპ-დონის მოთამაშეები გაიზრდებიან.

აკადემიაში ორი ასაკობრივი ჯგუფი იქნება: 9-იდან 12-მდე და 14-იდან 19-წლამდე. აკადემიის გახსნა 21-23 ოქტომბერს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ამა წლის დასაწყისში არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირებმა ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:37 | 26.07.2016
BEERTRANCE (1073)

Gადასხმოდეთ ამათი წყალი ბარეორს

18:08 | 25.07.2016
LA.paata (38)

სულ ბრიტანელებს გვანებიან მზრუნველობაში, რომ მათ გვერდზე სხვაც გაადზლიერონ...)))

11:26 | 25.07.2016
kakhaberry (30)

და 13 წლისები 1 წლით შვებულებაში გადიან?

21:35 | 24.07.2016
dinamo222 (692)

აი ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ ევროპელები ყველაზე ნაგავი ხალხია საკუთარი თავი უმაღლეს რასად რომ მიაჩნიათ და სხვები მეორე ხარისხოვან ბრბოდ @ მაგათი დედააც ყველასი @@@

00:29 | 25.07.2016
BATU'91 (19)

ამ შემთხვევაში ბრიტანელები...
ფრანგებს არაფერი დაუშავებიათ და
იტალიელები სიტუაციის მსხვერპლები გახდნენ

22:56 | 24.07.2016
temuchin (431)

საფრანგეთის გარდა მართლა მაგარი სირაქლემები არიან სუყველა

20:07 | 24.07.2016
tamasho (88)

ტოპ-დონის არა ყლიპდონის

0.10081