საფრანგეთი პრო დ2

9:51 | 24.07.2016 | ნანახია 3427 - ჯერ

არჩილ ბეჟიაშვილი პრო დ2-ის „ვანში“ ითამაშებს

თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ბურჯი არჩილ ბეჟიაშვილი საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში დაწინაურებულ „ვანში“ ითამაშებს.

24 წლის მორაგბეს საქართველოს 19 და 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, რის შემდეგაც „მზარდ საქართველოში“ დაუძახეს, ხოლო შარშან, „თბილისის თასზე“ ეროვნული გუნდის კვართი ურუგვაის ეროვნული და იტალიის „ა“ ნაკრებთან შეხვედრებში მოირგო.

გასული სეზონი ბეჟიაშვილმა ფედერალ 1-ის „როდეზში“ გაატარა და 15 მატჩიდან 10 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, რომლებშიც 2-ჯერ წითელი ბარათით დასაჯეს. შედეგად, მას ჯამში 827 წუთი გამოუვიდა.

წელს ფედერალ 1-იდან პრო დ2-ში „ვანი“ დაწინაურდა და კლუბში შემადგენლობის გაძლიერებაზე დაიწყეს ფიქრი. დაიმატეს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე „ალბიდან“ და როდესაც მარცხენა ბურჯის დამატების აუცილებლობაც დადგა, მაისურაძემ მწვრთნელს ბეჟიაშვილის კანდიდატურა შესთავაზა. მწვრთნელი არჩილის მონაცემებით კმაყოფილი დარჩა და ქართველი „ვანის“ მე-13-ე შენაძენი გახდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:49 | 25.07.2016
iberiana (33)

ადმინთან თხოვნა იქნება, იქნებ უფრო ხშირად დაიდოს ინფორმაცია როგორ არიან ავარიაში დაშავებული მორაგბეები და მათი მეუღლეები. პატივისცემით.

0.087637