7-ქალა

21:38 | 23.07.2016 | ნანახია 7784 - ჯერ

7-ქალამ პირველ დღეს სამივე მოიგო

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის მესამე დონის, კონფერენც 1-ის გათამაშების პირველი დღე დაუმარცხებლად დაასრულა და ხვალიდან პლეი ოფებში ჩაერთვება.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ტურნირის გახსნით მატჩში ბალკანეთის ნაკრებს შეხვდნენ, 4 უპასუხო ლელო დაუდეს და 24:0 იმარჯვეს. მეორე მატჩში სლოვენიელმა გოგონებმა ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთი ლელოც დადეს, თუმცა პასუხად ორი მიიღეს, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და 14:5. ამით თასის მეოთხედფინალში თამაში უკვე დაბევებული იყო, თუმცა გოგონებმა დღის ბოლო მატჩშიც მოინდომეს და ლუქსემბურს 26:5 სძლიეს, რის შემდეგაც „ა“ ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი იქნება, რომელმაც ბოსნია-ჰერცოგოვინა 55:0 გაანადგურა, მონტენეგროს 41:5 აჯობა, ხოლო ლატვიასთან მცირედით, 7:12 დამარცხდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:17 | 23.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

22:10 | 23.07.2016
test (124)

აი მალადეც

0.077161