იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ქართული კლუბების მხრიდან ევროთასებისადმი დამოკიდებულება შეიცვლება.
მიზეზად რა თქმა უნდა ექვს ერში საქართველოს მიღების სურვილი სახელდება: ქვეყანას, რომელსაც ევროთასების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ექვს ერში ვერ მოხვდება. თუ ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის ფული არ აქვთ, საიდან გამონახავს საქართველოს რაგბის კავშირი ექვს ერში თამაშის სახსრებს? - კითხულობენ იტალიელი ჟურნალისტები.
„ეჭვგარეშეა, რომ აუცილებლად უნდა ჩაერთონ ქართული კლუბები ევროთასებში. საჭიროა დავსვათ კითხვა - რა სჯობს განვითარების კუთხით, მოვაწყოთ ძვირადღირებული ტურები საფრანგეთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებისთვის თუ ვითამაშოთ ჩელენჯ ქაფზე?“ - გადმოსცემს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის სიტყვებს The Rugby Paper-ი.
მისივე თქმით, ადრე საქართველოს მთავრობა, რომელიც ქართული რაგბის მთავარი დამფინანსებელია, პირველი ვარიანტისკენ იხრებოდა, თუმცა, ბოლო დროს პრიორიტეტები შეიცვალა და დიდი ალბათობით, ქართული კლუბების ევროთასებში ჩართვის პროექტი ამოქმედდება.
„ზაფხულის ტესტ-სერიისას წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ, ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩართვა ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება“ - აკონკრეტებს ჰეიგი.
„ბორჯღალოსნების“ მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში ამავე სეზონში ვიხილოთ. ამავდროულად, მილტონი ამბობს, რომ უკეთესი იქნება თუ ტურნირში ქართული კლუბების ნაკრები ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად ჩატარდა, მასში მონაწილეობა კლუბების ნაკრებმა, თბილისის „კავკასიელებმა“ მიიღო და ორი მატჩის ჯამში მცირედით დამარცხდა იტალიურ „როვიგოსთან“ – 18:22 და 21:24. იმავე სეზონში იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალფრედო გავაცი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ გათამაშებაში კონკრეტული კლუბები ჩართულიყვნენ და არა ეგრეთწოდებული ფრანშიზები, როგორც საქართველოს და რუმინეთის შემთხვევაში იყო.
ჰეიგი მიიჩნევს, რომ შესაბამისი გაძლიერების გარეშე, „ლელო-სარასენსი“ რუმინეთის სუპერლიგის კლუბებს ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რომლის შემადგენლობაშიც ავსტრალიელი, ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი და წყნარი ოკეანის წარმომადგენლები მრავლად თამაშობენ.
ჩელენჯ ქაფის გასულ გათამაშებაში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბელგიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და ესპანეთიდან. რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ითამაშებენ წლევანდელ ტურნირში და როგორი იქნება მისი ფორმატი, ჯერჯერობით უცნობია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაროჩე ექვსი ერი მარტივად გადაკეთდეს შვიდად და ხმას აღარ ამოიღებენ, ეგაა და ეგ, პლუს ჩვენს უფულობაზე რომ ლაპარაკობენ, ჯერ ერთი ის ,,თბილისის კავკასიელები'' ძალიან ნაჩქარევად შეკრიბეს, თვითონ ჩელენჯ ქაფის მოუწესრიგებლობის გამო, ზუსტი ისტორია არ მახსოვს მაგრამ, მოკლედ რომ ვთქვათ, მაგ ტურნირის გამო აირ დაირია იმ წელს ჩემპიონატის განრიგი და კიდევ ბევრი რამე და მიდი მოძებნე სპონსორი, როცა არ იცი ზუსტად როდის და სად იკრიბები და საერთოდ გათამაშებენ თუ არა..
ჟიმჟიმი გაუდით მაკარონნიკებს და რეები მოიმიზეზონ აღარ იციაან DD
არ მიკვირს ესენიც ხომ ერთ ერთი ექვსირიერია
რაგბისტები ვაჟკაცი ხალხია მაგრამ ამ იტალიელმა რაგბისტებმა და ფედერაციამ იტალია შემაზიზღა თქვე დედლებო რას უვლით გარშემო, თქვე რო მაგრები იყოთ აქეთ უნდა გვეხვეწებოდეთ თამაშს თქვე ქათმებო, რო დაამტკიცოთ ჩვენზე უკეთესი თუ ხართ. ფუი თქვენი, ჩარგეთ თავი ქვიშაში. მხდლები
ისე თვითონ რომ იღებენ მონაწილეობას, ხომ სულ ფინალში არიან. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში რამდენი იტალიელი და რამდენი ქართველი იღებდა მონაწილეობას, ხომ ვერ მოგვახსენებენ პატივცემულები. ისე, მაგრათ კი ეწვით, აღარ იციან რა არგუმენტი მოიყვანონ. ილოცონ, სადმე ჯგუფში არ გადაგვეყარონ, თორემ გაპუტვა არ ასცდებათ.
მართლებიც არიან, რაღაც დონეზე უნდა იყოს შიდა ჩემპიონატიც.
არაუშავს მსგავსი ღრიანცერლი თუ რაც ქვია ამას კარგად გვაქვს დაცდილი :P
რამდენი ხანი უნდა აგვარიდონ თავი. Mიზეზებს რო იგონებენ. Aრ აცდებათ მაგათ რაღაც როგორც პატარძალს
მეტი მიზეზი ვერ მოიფიქრეთ? თქვე სირმაკარენებო