საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი) გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით დღეისთვის მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას აღენიშნება მრალვლობითი დაჟეჟილობები და გადაყვანილია პალატაში.
ანი ბუაძის (მ.კვირიკაშვილის მეუღლე), გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. სამივე იმყოფება მართვად სუნთქვაზე. ყველა პაციენტი ქუთაისშია. დღეს თბილისიდან ჩავა ყბა-სახის ქირურგი, რათა შეფასდეს სამივეს მდგომარეობა და დაიგეგმოს ყბა-სახის პირველადი ოპერაციები.
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უფალო გადაგვირჩინე ოთხივე და სასუფეველი დაუმკვიდრე დაღუპულთ! საქართველო, ვინ მოგცა შენ შვილი დასაკარგი?!