ამბები

22:53 | 22.07.2016 | ნანახია 3773 - ჯერ

კვირიკაშვილი უკეთაა, სამის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს ნაკრების მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ის კვლავ რჩება ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც სამტრედიიდან სამი სხვა დაზარალებული გადაიყვანეს.

ერთ-ერთი კვირიკაშვილის მეუღლეა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აქვს. „ლელო-სარასენსის“ მორაგბე გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყის და წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. მან დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა და ქუთაისის საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში მართვად სუნთქვაზეა. მძიმეა ლომინაძის მეუღლის მდგომარეობაც.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე გუშინ მოხდა და მას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:31 | 23.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მეკო შენ საქართველოს სჭირდები!!!

11:30 | 23.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ზეციური სამეფო დაუმკვიდროს ღმერთმა გარდაცვლილებს. გადარჩენილებს კი უფალი შეეწიოთ გამოჯანმრთელებაში.

09:49 | 23.07.2016
iberiana (33)

სასუფეელი გარდაცვილებს და მათ სახლობას სამძიმარი. მთელი ერის ტკივილია. ზეციური საქართველო შეგეწიოთ და განგკურნოთ დებო და ძმებო!

04:00 | 23.07.2016
mushni (19)

გამოკეთდით ყველანი იმედია გადარჩებიან

23:42 | 22.07.2016
ogafa (407)

.................

23:33 | 22.07.2016
Torres9 (48)

არ ვიცი რა და როგორ იქნება მაგრამ ფაქტია ამ შემთხვევის შემდეგ მეკოს ცხოვრება და შესაბამისად სპორტული კარიერა არ იქნება ადვილი...ღმერთმა გააძლიეროს

00:09 | 23.07.2016
federer (17) (469)

რათქმაუნდა ძალიან მძიმედ აისახება ეს ყველაფერი მეკოს კარიერაზე რაც ძალიან ცუდია ჩვენი ნაკრებისათვის, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე გულდასაწყვეტი იმ 3 გარდაცვლილი ადამიანის ამბავია და იმედია დანარჩენები გამოვლენ მდგომარეობიდან

0.090777