სხვა

19:04 | 21.07.2016 | ნანახია 2095 - ჯერ

მალაღურაძის 8 ქულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, რუსეთის პრემიერლიგის მატჩში ნოვოკუზნეცკის „მეტალურგს“ 4 გარდასახვა გაუტანა და გუნდს 8 ქულით შეეწია.

რუსეთის ჩემპიონი „კრასნი იარი“ „მეტალურგს“ კრასნოიარსკში დაუხვდა და მშრალად, პრემიალური ქულით დაამარცხა - 40:0. მალაღურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში გატანილი ოთხივე ლელო გარდასახა - 28:0. მასპინძლებმა მეორე ტაიმში დიდი ხნის განმავლობაში ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს, მაგრამ დასკვნით 15 წუთში კიდევ ორი ლელო დადეს. ამ დროს მალაღურაძე უკვე შეცვლილი იყო, სამაგიეროდ, თამაშში ჩაერთო ბურჯი მიხეილ წიკლაური.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართვერლი იყო - ბურჯი ირაკლი ქორიძე, მეორეხაზელი ილია სურგულაძე და მესამეხაზელი ლევან დარასელია. შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა ბაჩანა გოგიშვილმა.

„კრასნი იარი“ 5 თამაშიდან 14 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მეტალურგმა 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და 5 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-5 პოზიციაზეა. პრემიერლიგას ქულათა მაქსიმუმით - 4 თამაშიდან 20, დავით კაჭარავას „ენისეი“ ლიდერობს და 24 ივლისს მდევარ „ვვა-პოდმოსკოვიეს“ მასპინძლობს, რომელმაც სამ თამაშში 14 ქულა მოაგროვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:35 | 21.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

21:58 | 21.07.2016
neeskensi (8)

მეკოზე მართალია?!....

0.090729