4 ერი

17:34 | 21.07.2016 | ნანახია 2111 - ჯერ

29 „იაგუარი“ და 18 წლის დებიუტანტი

არგენტინის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის 33 მორაგბე შეარჩია, რომლებიც ერთ თვეში სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს ტურნირში, რაგბი ჩემპიონშიპში, იგივე ოთხ ერში ჩაებმებიან.

შემადგენლობაში 29 მოთამაშე სუპერ რაგბის „იაგუარესიდანაა“. ერთადერთი ლეგიონერი ასევე სუპერ რაგბის ავსტრალიურ ფრანშიზ „ბრამბისს“ წარმოადგენს - ტომას კუბელი. განაცხადში არგენტინის სამი სხვადასხვა კლუბიდან სამი მოთამაშე მოხვდა და მათ შორისაა პოტენციური დებიუტანტი, 18 წლის მორკინალი მარკოს კრემერი. მან ივნისში მანჩესტერში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში მეორე ხაზშიც ითამაშა და მესამეშიც. ის გუნდთან ერთად მესამე ადგილზე გავიდა.

არგენტინელები პირველ თამაშს 20 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ. მათი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება: ფაკუნდო ბოში (უნივერსიტარიო), ხულიან მონტოია, სანტიაგო ბოთა, მატიას ალემანო, ხავიერ დესიო, ფაკუნდო ისა, აგუსტინ კრევი (კაპიტანი), ლუკას პაზი, რამირო ერერა, ნაუელ ჩაპარო, გიდო პეტი, ტომას ლავანინი, ხუან ლეგიზამონი, ტომას ლეზანა, პაბლო მატერა, ლეონარდო სენატორე (ყველა „იაგუარესი“), მარკოს კრემერი (ატლეტიკო დელ როსარიო), ანრიკე პიერეტო (კორდობა);

ნახევარდაცვა: ტომას კუბელი (ბრამბისი, ავსტრალია), მარტინ ლანდახო, ფელიპე ეზკურა, სანტიაგო იგლესიასი, ნიკოლას სანჩესი (ყველა იაგუარესი);

უკანა ხაზი: გაბრიელ ასკარატე, ხერონიმო დე ლა ფუენტე, ხუან ერნანდესი, მატიას მორონი, მატიას ორლანდო, ლუკას ამოროსინო, ხოაკინ ტუკულეტი, სანტიაგო კორდერო, მანუელ მონტერო, რამირო მოიანო (ყველა იაგუარესი).

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:25 | 22.07.2016
iberiana (33)

ფერნანდეს ლობე და მარსელო ბოსხი?..

0.078481