7-ქალა

11:52 | 21.07.2016 | ნანახია 1860 - ჯერ

7-ქალა "ალაფაზე" დასაბრუნებლად იბრძოლებს

23 და 24 ივლისს სარაევოში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) რაგბი ევროპის კონფერენცია 1-ის (ყოფილი ‘ბ’ დივიზიონი) გათამაშება გაიმართება, რომელშიც ჩვენი 7-ქალა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ქალთა ნაკრები აქამდე რაგბი ევროპის ალაფაზე (ყოფიფილი ‘ა’ დივიზიონი) მონაწილეობდა, მაგრამ შარშან უფრო დაბალ დივიზიონში მოუწია ჩამოსვლა.

„წლევანდელ ტურნირზე რა თქმა უნდა მიზანს მხოლოდ ზედა დავიზიონში დაბრუნება წარმოადგენს, საიდანაც შარშან ცუდი შედეგების გამო მოგვიწია გამოვარდნა. იმედიანად ვარ, ვინაიდან ამ დივიზიონში ფავორიტები ვართ.“ განაცხადა ჯაბა მალაღურაძემ.

ტურნირზე ჩვენი ნაკრები ‘ა’ ჯგუფში ლუქსემბურგისა და სლოვენიის ნაკრებების, ასევე ბალკანეთის სელექციის წინააღმდეგ იასპარეზებენ.

„ჯგუფში ლუქსემბურგს ნაკლებად ვიცნობთ, სლოვენიას ურიგო გუნდი არ ყავს. გარდა ამისა ტურნირზე ჩვენ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალოს ლიტვა და ხორვატია, რომლებიც შედარებით ძლიერი გუნდებია და პლეიოფებში მათთან ბრძოლა მოგვიწევს“.

წლევანდელ ტურნირზე მალაღურაძეს ნაკრების ძირითადი ბირთვის გარდა რამდენიმე ახალბედა მორაგბე მიყავს ვინც ბოლო შეკრებებზე გუნდს შეუერთდნენ და მანამდე სხვადასხვა სპორტის სახეობებით იყვნენ დაკავებულნი.

„შედეგი გამოიღო საქართველოში გოგონათა ტურნირების სისტემატიურმა გამართვამ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ექვსი გუნდია (რუსთავი, ქუთაისი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სენაკი და ზუგდიდი), რომლებშიც შერეული ასაკები გვაქვს, რადგან მოთამაშეთა სიმცირის გამო ამ ეტაპზე ცალკე ასაკობრივ ჯგუფებს ვერ ვაკეთებთ.

„სწორედ ამ გუნდებიდან მოხდა სელექცია და ექვსი გოგონა დავამატეთ ნაკრების ძირითად ბირთვს, რომელიც თბილისში ვარჯიშობს და მთელი წლის განმავლობაში გადიან მომზადებას.“

სატურნირო რაზმი | რაგბის ევროპის კონფერენცია 1

23-24 ვლისი, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა

1. ნათი აგავაშელიშვილი

2. შორენა გამსახურდია

3. ნინო ტაბატაძე ნინო

4. ნიკოლ გალუზინსკაია

5. ქეთი მოდებაძე (კაპ)

6. სალომე საღარაძე

7. ლოსანა ფოლადაშვილი

8. სალომე სირაძე

9. ანა სირაძე

10. ნანუკა პაკელიანი

11. თიკა პაპუაშვილი

12. ტიკა სიხარულიძე

სამვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე - მთ. მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე - ფიზ.მომზადება, ილია ლათიბაშვილი - ექიმი, ია ხურცილავა - მენეჯერი

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087222