ბორჯღალოსნები

13:26 | 20.07.2016 | ნანახია 12775 - ჯერ

Therugbypaper: „ექვსი ერი საქართველოს წარმატებულ ტურნეზე თვალს ვერ დახუჭავს“

რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების მომავლისთვის წყნარი ოკეანის ტურნეს და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა ექნებოდა და ჩვენი მოსაზრება სრულად დაემთხვა ბრიტანული გამოცემა Therugbypaper-ის პოზიციას.

საქართველოს ექვს ერში მიღების მხარდამჭერი მორიგი სტატია ივლისში გამოქვეყნდა, სათაურით - „ექვსი ერი საქართველოს წარმატებულ ტურნეზე თვალს ვერ დახუჭავს“:

„საქართველოს ნაკრები წყნარი ოკეანის ტურნედან თბილისში ორი მოგებით და ერთი ფრით დაბრუნდა. ამ შედეგის გამო მან დამსახურებული შექება დაიმსახურა და პირველად ისტორიაში, მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციამდე დაწინაურდა.

მსოფლიო თასზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, სახლისგან შორს მიღწეული შედეგი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიო რაგბიზე ზეწოლის კუთხით, რათა მოხდეს მათი ჩართვა კომერციულ ტურნირ ექვს ერში. მსოფლიო რაგბის მმართველები ვალდებულნი არიან რაგბის ზრდას ხელი შეუწყონ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სამართლიანად კითხულობს, რატომ არ არსებობს ამდენ ხანს ექვს ერში გავარდნა-ასვლის სისტემა. ევროპის უძლიერეს ტურნირში კონკურენციის საფუძველზე საუკეთესონი უნდა თამაშობდნენ და არა თვითდაჯერებული ელიტის წარმომადგენლები.

ეს პოლიტიკა გაგრძელდება, პარალელურად კი, საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, 2011 წლიდან გუნდში წარმატებული მოღვაწეობის გამო საქართველოს სპორტის რაინდის მედლით დააჯილდოვეს. ცნობისათვის, მსგავსი ჯილდო ისეთ სპორტსმენებს აქვთ მიღებული, როგორიც ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი, მსროლელი ნინო სალუქვაძე არიან.

„ეს უდიდესი პატივია, უმაღლესი სინჯის ჯილდო, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, რომლებმაც უკანასკნელ წლებში ქართული რაგბის განვითარებისთვის ყველაფერი გაიღეს. აქ მორაგბეები თუ რაგბიში ჩართული ადამიანები, თავ-თავიანთი მიმართულებით ენერგიას არ ზოგავენ, რაგბიზე დამოკიდებულები არიან და რაც მთავარია, ყველა სწორი მიმართულებით ვითარდება. ვიცით, რომ ყოველი ნაბიჯის შემდეგ, გზა კიდევ უფრო გართულდება, თუმცა ამისათვის მზად ვართ“ - ამბობს ჰეიგი.

იმის გათვალიწინებით, რომ წყნარი ოკეანის ტურნეზე საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად წამყვანი მორაგბეების გარეშე იმყოფებოდა, ეს წარმატებული ტური კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება. ყველაზე ცნობილი ქართველი მორაგბეები ამ პერიოდში საფრანგეთში, ტოპ 14-ის პლეი ოფში თამაშობდნენ: დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი „კლერმონისთვის“ ირჯებოდნენ, დავით ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯად დაასახელეს, „მონპელიეს“ ეხმარებოდნენ. ნაკრებში არ იყვნენ დავით ხინჩაგიშვილი „რასინგიდან“ და ვასილ კაკოვინი „ტულუზიდან“, ხოლო „ტულონის“ ფორვარდებმა - ლევან ჩილაჩავამ, კონსტანტინე მიქაუტაძემ და რაღა თქმა უნდა მამუკა გორგოძემ, ფინალური შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს.

ბევრი გუნდი ვერ შეძლებდა განსაკუთრებით პირველ ხაზში ასეთი დანაკლისი შევსებას, თუმცა საქართველომ ასეთ სიტუაციაშიც შეძლო ნაკლებადცნობილი გვარებით არა მხოლოდ ლიდერების ღირსეულად ჩანაცვლება, არამედ როტაციასაც მიმართა და თუ სამოასთან და ფიჯისთან შეხვედრა ირაკლი მირცხულავამ და კარლენ ასიეშვილმა დაიწყეს, ტონგასთან სასტარტოში ანტონ ფეიქრიშვილი და ზურაბ ჟვანია იყვნენ.

საქართველოს ნაკრების უპირატესობაა ის, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს დაცვაში თამაში და ეს სამივე შეხვედრაში გამოჩნდა. სამოას საპასუხო დარტყმა 9:16 ჩამორჩენის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელოთი მიაყენეს და საბოლოოდ მატჩი 19:19 დაასრულეს, ტონგასთან ფიზმომზადების საუცხოო მაგალითი ვაჩვენეს და გაწითლებულ დროზე დავით კაჭარავას ლელო ვიხილეთ, მეორე ამ შეხვედრაში და გუნდი, რომელსაც მსოფლიო თასზეც სძლიეს, ამჯერად 23:20 დაამარცხეს. და ბოლოს, ძლიერად შეთამაშებულმა დაცვამ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოუპოვა ფიჯისთან - 14:3, არამედ საქართველო გახდა პირველი გუნდი უკანასკნელ ხუთ წელიწადში, რომელმაც ფიჯელებისგან ლელო არ გაუშვა. მსგავსი რამ ბოლოს 2011 წელს უელსთან შეხვედრაში დაფიქსირდა.

„წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოგზაურობა რაღაც განსაკუთრებულს გვიქადდა, რადგან მსგავსი ტურნე საქართველოს ნაკრებს მანამდე არასდროს ჰქონია. მსოფლიო თასის შემდეგ ვიცოდით, რომ ივნისში რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს მოვისაკლისებდით, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდით. მნიშვნელოვანი იყო უმოკლეს დროში მიგვეღწია იმ ინტენსივობისთვის, რაც მსოფლიო თასზე გვქონდა, რადგან ვიცოდით რაოდენ რთული თამაშები გველოდა. ვიცოდით ისიც, რომ პრობლემებს კლიმატური პრობლემებიც შეგვიქმნიდა და აპიამდე ხანგრძლივი მოგზაურობაც, თუმცა აკლიმატიზაცია სწრაფად გავიარეთ და პირველი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. ტურმა რეალური იმპულსი ამის შემდეგ შეიძინა და უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ“ - ყვება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჰეიგი ნამდვილად კმაყოფილი იქნება, როდესაც ნახავს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თამაშებს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მანჩესტერში საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა და გაისად ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც მას მასპინძლის სტატუსით ისედაც ერგებოდა. ახალგაზრდა ქართველებმა ახალ ზელანდიასთან კრახის შემდეგ ირლანდიასთან ძალიან კარგად იმუშავეს, ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსთან ტოლსწორად ითამაშეს და მხოლოდ 9:10 დამარცხდნენ, იტალიის ძლევის შემდეგ კი, საფრანგეთთან შეხვედრა მცირედით, 24:27 დათმეს.

ყოველგვარი ჭოჭმანის და ადმინისტრაციული თავსატეხების გარეშე, ახლავე შეიძლება 20-წლამდელთა ექვს ერში საქართველოს ჩართვა. „მსოფლიო რაგბიმ“ უნდა მოახდინოს მოვლენების ფორსირება და თუ ექვსი ერსაც სურს საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესება, ქართული რაგბის წარმატება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:35 | 21.07.2016
federer (17) (469)

უკვე საკმაოდ ბევრი ლაპარაკი მიდის 6 ერში საქართველოს ჩართვაზე, რაც 2-3 წლის წინ განხილვის საგანიც არ იყოო და ჩვენ თუ გავაგრძელებთ პროგრესს გარდაუვალი გახდება ჩვენი შეშვება 6 ერში ან 7 ერში

11:12 | 21.07.2016
BEERTRANCE (1073)

იაპონია და სამოა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ და შოტლანდიის დამარცხებაც არაა ფანტასტიკა, მთავარია შეცდომები მინიმუმზე იქნეს დაყვანილი.

14:33 | 21.07.2016
federer (17) (469)

სამხრეთული გასვლითი ტურნის მერე რათქმაუნდა ფავორიტები ჩვენ ვართ საკუთარ მოედანზე და მთავარია ზედმეტად თავდაჯერებულები არ გავიდეთ და მაქსიმალურად კონცენტრირებულად ვითამაშოთ და ორივე თამაშს მოვიგებთ.
რაც შეეხება სკოტებთან თამაშს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ კოზირებს თუ გამოვიყენებთ მათ დამარცხებასაც შევძლებთ

14:33 | 21.07.2016
federer (17) (469)

ფიჯისთან რომ ვითამაშეთ ისეთი დაცვა თუ ვითამაშეთ სამივე თამაშს ჩვენს სასარგებლოდ წამოვიღებთ

22:28 | 20.07.2016
tamasho (88)

ჩემი აზრით ნოემბრის ტესტების შემდეგ გადაწყდება ჩვენი საქმე

21:37 | 20.07.2016
LELO_2019 (27)

მე თუ მკითხავ აჯობებს რომ ჯერ რეგულარული 2 ტესტი მოგვცენ ევროპის 6 ერიდან მესამე და მეექვსე ადგილებთან, ჯერ რეგურალურად ამ ორ გუნდთან ვითამაშოთ და როცა ამათ ისე გავუშინაურდებით როგორ რუმინეთს მერე შეგვიშვან. მანამდე ალბათ 2019 იც მოვა სადამდეც მიმდინარე მდგომარეობით გაწერილია 6 ერის გეგმები და მერე შეგვიშვან.

თავადაც ხვდებიან 6 ერში არ თამაშობს ევროპის საუკეთესო შერკინება და ასევე 6 ერში არ თამაშობს გორგოძე. საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერი.

14:30 | 21.07.2016
federer (17) (469)

თავისუფლად შეიძლება ითქვას მსოფლიოს საუკეთესო შერკინება
მე არ მახსენდება გუნდი რომელიც შერკინებაში ჩვენზე უკეთესია და გორგოძეზე უკომენტაროდ

17:08 | 20.07.2016
buratino (480)

"ძია ლენინი მომკვდარა, არ მჯერა, არა, არაო"...
ჰოდა, მიდით ბიჭებო, მიაწექით და ისე ვქნათ რომ ეს მეტიჩარა-გაბღენძილი ევროპელები ერთხელ და სამუდამოდ დავაჯეროთ! პირველ რიგში, მთელი ძალისხმევა ნოემბრის ტესტების წარმატებით ჩატარებაზე. მიუხედავად რთული ამოცანისა, თბილისში ორივე თამაშში (იაპონია-სამოა) მოგების გარდა სხვა შედეგი არ უნდა დავუშვათ, ხოლო შოტლანდიაში მინიმუმ "მამაცი გულები"-ს სახელი უნდა დავიგდოთ! აი ამის მერე ულტიმატუმი მსოფლიო რაგბს რომ მომავალი, 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე ექვსი ერის ან 10-ეულის რომელიმე წარმომადგენელი თ ბ ი ლ ი ს შ ი გამოუშვას!

16:13 | 20.07.2016
krasni (587)

ნოემბრის ტესტებს გაასმაგებული ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით შოტლანდიაში. ამ ტემპის დაგდება არ იქნება. გაისისთვის კი, ალბათ უკვე ვიმსახურებთ თბილისში რეიტინგის ათეულიდან ვინმეს სტუმრობას. წლევანდელზე ნაკლები ტესტები ნუ გვექნება და ნაჩვენები შედეგები მიიყვანს უკადრისებს ჩიხში.

14:14 | 20.07.2016
tamasho (88)

რომელი უკეთესია ჩვენი ლომებისთვის თავიანთ ევროპულ კლუბებში ვარჯოში და თამაში თუ არაფრისმომცემ ერთა თასზე გერმანია ბელგია და ასე შემდეგ თამაში?

14:10 | 20.07.2016
shotai-olimpi (89)

რაც მეტი სტატია იქნება ამ თემაზე მით უკეთესი, გულშემატკივრები ითხოვენ საქართველოს და ორგანიზატორებს რაღა აშინებთ ფინანსური კუთხით? უფრო მეტ მოგებას არ მიიღებენ?

14:09 | 20.07.2016
tamasho (88)

დიდმა ბელადმა ლენინმა თქვა 6 ერის კარები დამპალია ფეხს ვკრავთ და დაინგრევაო თან იქვე დასძინა საქართველომ ერთა თასზე -ა- ნაკრებით უნდა ითამაშოსო

0.088074