„მსოფლიო რაგბის“ განვითარების მენეჯერმა მარკ იგანმა ქართული რაგბის შემდგომი განვითარების მეთოდებზე ისაუბრა.
„ჩვენ აღვფრთოვანდით ქართველების თამაშით ივნისის ტესტებზე წყნარი ოკეანის კუნძულებზე. გასული წლის ნოემბერში, როდესაც მილტონ ჰეიგთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად 2015 წლის მსოფლიო თასზე „ლელოების“ თამაშებს ვუყურეთ შევთანხმდით, რომ რადგან საქართველომ უკვე მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება, აუცილებელი იყო ივნისისა და ნოემბრის ტესტ-მატჩების ორგანიზებისთვის ახალი მიდგომა გამოგვეყენებინა.
თბილისის თასმა ეროვნულ გუნდს განვითარების კუთხით დიდი სამსახური გაუწია, მაგრამ საკუთარი თავი ამოწურა. მილტონთან შევთანხმდით, რომ საჭირო იყო მორაგბეები კომფორტული გარემოდან გამოგვეყვანა, რათა გამოეცადათ საკუთარი თავი განსხვავებულ ატმოსფეროში. მილტონი დაეთანხმა იდეას, ეთამაშა კუნძულელების წინააღმდეგ. ასეთი ტურნედან ორი მოგებით და ერთი ფრით დაბრუნება, უდიდესი მიღწევაა. ახლა გუნდი თავდაჯერებული დაელოდება შემოდგომის ტესტებს იაპონიასთან, შოტლანდიასთან და სამოასთან“ - ამბობს იგანი.
ნოემბრის ტესტ-სერიებზე საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს იაპონიას, ხოლო 18 ნოემბერს სამოას უმასპინძლებს. წლის ბოლო შეხვედრა „ბორჯღალოსნებს“ 26 ნოემბერს სტუმრად, კილმარნოკში შოტლანდიასთან ექნებათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეგონა ედინბურგის ლეგენდარულ მარიფილდზე დახვდებოდნენ ჩვენს ნაკრებს
ერთა თასზე A ნაკრები გაგვაყვანიეთ მერე დასაწყისისთვის
კილმარნოკის ჯახზე 2000 გულშემატკივარი მაინც უნდა გავყვეთ, უკვე დრო მოვიდა 6 ერს მიუკაკუნოთ. არა მარტო თამაშით, ფინანსურადაც უნდა ვჩანდეთ. რაც დაჯდება იმის 50%-ის გადახდას ბევრი მოახერხებს, დანარჩენი 50% ერთად მოვახერხოთ....))
ძალიან კარგი იდეა