ეროვნული ნაკრები

2:44 | 19.07.2016 | ნანახია 13490 - ჯერ

საქართველო ექვს ერში - თვის ბოლოს გაირკვევა

საქართველოს ექვს ერში ჩართვა გარდაუვალია და დროის საკითხია! თუ წლების წინ ამაზე ფიქრიც კი დიდ ცოდვად ითვლებოდა, ახლა მსგავსი მოთხოვნა ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალებიდან ისმის და ამის შესაძლებლობას უკვე თავად ტურნირის ორგანიზატორებიც ოფიციალურად განიხილავენ!

თვის ბოლოს ექვსი ერის წარმომადგენლებს ოფიციალური, გეგმიური შეხვედრა ექნებათ, სადაც განვლილ ტურნირს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. უელსის რაგბის კავშირის წარმომადგენელი არ მალავს, რომ უახლოეს შეხვედრაზე განსახილველი სამი ძირითადი საკითხი იქნება - ტურნირის ჩატარების ვადების აპრილის თვეში გადაწევა, ბონუს-ქულების სისტემის დანერგვა და ქვედა დივიზიონთან, ანუ ერთა თასთან ასვლა-გავარდნის დანერგვა.

Walesonline-მ ამ თემას სპეციალური სტატია მიუძღვნა:

„სამივე საკითხს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ყავს. ექვსი ერის აპრილის თვეში გადაწევა იქნება პირველი ნაბიჯი გლობალური კალენდრის შექმნისკენ, რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაკრებების მოთამაშეებს გაზრდილი დატვირთვების შემცირების საშუალებას მისცემს; საქართველოს ნაკრების გამოსვლამ გასულ მსოფლიო თასზე, ექვსი ერის დახურული კარის გახსნის აუცილებლობა წარმოაჩინა; ბონუს-ქულების დანერგვა ევროპულ რაგბის უფრო შემტევს და სანახაობრივს გახდის.

„ექვსი ერის წარმომადგენლები თვის ბოლოს შევიკრიბებით. ეს იქნება ყოველწლიური შეხვედრა, რათა დავინახოთ, თუ სად ვიმყოფებით“ - ამბობს უელსის რაგბის კავშირის თავკაცი გარეთ დევისი და განაგრძობს - „ღირს თუ არა ტურნირის ჩატარების ვადების გადაწევა? უნდა დავნერგოთ თუ არა ბონუს-ქულების სისტემა, რასაც ხალხი ითხოვს, რათა თამაშები უფრო სანახაობრივი გახდეს? უნდა დარჩეს ექვსი ერი დახურულ ორგანიზაციად, თუ გავუღოთ კარი საქართველოს, რუმინეთს, ან იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას დაიმსახურებენ? ეს ის საკითხებია, რომლებსაც განვიხილავთ.

ვადების გადაწევაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუკი ის სხვა საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარება. დღესდღეისობით ტურნირს უამრავი გულშემატკივარი და ტელემაყურებელი ყავს, მაგრამ თუ ამით სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგბო სეზონის გამთლიანება მოხდება, ამის გაკეთება ღირს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩვენს ზელანდიელ კოლეგებთან და განვიხილავთ გლობალური კალენდრის შექმნის შესაძლებლობას. ამ ცვლილების უმთავრესი მოტივაცია მოთამაშეთა კეთილდღეობაა, რათა მათ თამაშების რაოდენობა შეუმცირდეთ. ჩვენი ბიჭები ივნისის ბოლომდე ახალ ზელანდიაში იმყოფებოდნენ, მაშინ, როდესაც ვარჯიში შარშან ივნისში დაიწყეს. გამოდის, რომ ისინი გადაბმულად 13 თვის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და ასე არ შეიძლება“.

შესაძლო გავარდნაზე და იტალიაზე ზეწოლაზე დევისი ამბობს: „მთლიანობაში, 2000 წლიდან დღემდე, იტალია ყველაზე ბევრჯერ გახდა „ხის კოვზის“ მფლობელი, მაგრამ სხვა გუნდებსაც ჰქონდათ სუსტი სეზონი, მაგალითად შოტლანდიას ორი წლის წინ. არ შეიძლება იტალიისკენ თითის გაშვერა, თუმცა ისინი ყველაზე მგრძნობიარენი არიან ამ საკითხთან მიმართებაში. მაგრამ მნიშვნელოვანია ტურნირის გახსნაზე მსჯელობა და ეს საუბარი აუცილებლად შედგება“.

განვიხილოთ სამივე საკითხი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით და გამოვიტანოთ ვერდიქტი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ექვს ერში ამ თვის ბოლოს იმსჯელებენ:

ექვსი ერის ჩატარების ვადების შეცვლა

დადებითი: „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარეს, ბილ ბომონტს სურს ერთიანი სეზონი, რათა დაიცვას მოთამაშეები ტრავმებისგან. ამის აუცილებლობა 2015/2016 წლების სეზონის შემდეგ განსაკუთრებით გამოჩნდა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წამყვანი ქვეყნების მოთამაშეებისთვის სეზონი მთელი 13 თვე გაგრძელდა. თუ ექვსი ერის ვადების გადატანით ჩვენს ვარსკვლავურ მოთამაშეებს დატვირთვები შეუმცირდებათ, ის მხარდაჭერილი უნდა იყოს. ეს ევროთასებისა და შიდა ჩემპიონატების ორგანიზატორებს კალენდრის დალაგების საშუალებას მისცემს.

უარყოფითი: არგუმენტი, რომ ტურნირის ჩატარების ვადების აპრილში გადაწევა დატვირთვებს შეამცირებს, არც ისე მყარია. რა არის ამის გარანტი?

ვერდიქტი: მოთამაშეებისთვის და გულშემატკივრებისთვის ფრაგმენტებად დაყოფილ სეზონზე უარესი არაფერია. მათ გადართვა უწევთ ერთი ტურნირიდან მეორეზე და პირიქით. საჭიროა გამოინახოს კომპრომისი და თუ იქნება სურვილი, 2020 წლამდეც შესაძლებელია ამ ცვლილების განხორციელება.

ბონუს-ქულები

დადებითი: გახსოვთ როგორი მაგარი იყო 2015 წლის ექვსი ერის დასკვნითი შაბათი? უელსმა იტალია რომში 61:20 დაამარცხა, მაშინ, როდესაც ირლანდიამ „მარიფილდზე“ 40:10 აჯობა შოტლანდიას, ხოლო ინგლისმა საფრანგეთი 55:35 დაამარცხა, თუმცა ირლანდიელებს ქულების სხვაობით მაინც ვერ გაუსწრო. ბონუს-ქულების მომხრეები წინასწარმეტყველებენ, რომ პრემიალური ქულის ძიებაში მსგავსი თამაშები ხშირი იქნება.

უარყოფითი: კრიტიკოსები სამართლიანად ამბობენ, რომ იმ გუნდებს, რომლებსაც სამი თამაშის ჩატარება უწევთ საკუთარ მოედანზე, სხვებთან შედარებით უპირატესობა ექნებათ, რადგან ჩვეულ გარემოში ლელოების გატანა უფრო მარტივია. გარდა ამისა, რომში მარტის მზიან დღეში ლელოები ადვილად იდება, ვიდრე წვიმიან „მარიფილდზე“.

ვერდიქტი: ბონუს-ქულებს ერთი დიდი მინუსი აქვს და ჩემთვის ამ საკითხს საბოლოოდ ხურავს. გუნდმა ტურნირი შესაძლოა „დიდი სლემით“ დაასრულოს და ვერ გახდეს ჩემპიონი. საფრანგეთმა 2002 წელს ექვსი ერი 10 ქულით დაასრულა, მაგრამ პრემიალურ ქულას მხოლოდ ირლანდიის 49:5 ძლევისთვის მიიღებდა. ინგლისმა ის წელიწადი ოთხი მოგებით და 8 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ მოგების ბონუსს აიღებდა იტალიასთან, უელსთან, შოტლანდიასთან და ირლანდიასთან, ასევე 15:20 მარცხისთვის საფრანგეთთან და ამრიგად, 13 ქულით ტიტულს დაეუფლებოდა.

გავარდნა და დაწინაურება

დადებითი: მოცემული მომენტისთვის ექვსი ერი დახურული ჩემპიონატია, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის „ხის კოვზის“ მფლობელისთვის. ქვედა ლიგაში გავარდნის, ან ერთა თასის გამარჯვებულთან პლეი ოფის სისტემის დანერგვა და დაქვეითების საფრთხე, ბოლოადგილოსანს სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს მოუტანს, რაც მათ მონდომებას გაზრდის. გარდა ამისა, საქართველოსა და რუმინეთს არ უნდა წაერთვას განვითარების უფლება, რაც უმაღლესი ეშელონის გუნდებთან რეგულარული თამაშით მიიღწევა. ახლა მათ ამის შესაძლებლობა მხოლოდ მსოფლიო თასზე აქვთ.

უარყოფითი: თბილისში, გნებავთ ბუქარესტში გასეირნება, გულშემატკივრისთვის ვერ იქნება უფრო მომხიბვლელი, ვიდრე გაზაფხულის რომში ჩასვლა, ან მეზობელ ედინბურგში სტუმრობა. საქართველო საშინაო მატჩებისას სტადიონს ავსებს, მაგრამ რამდენი ადამიანი მივა კარდიფში საქართველოსთან, ან რუმინეთთან თამაშის სანახავად? ნახევრად ცარიელი ტრიბუნები დიდი დარტყმა იქნება უელსის რაგბის კავშირის ბიუჯეტისთვის.

ვერდიქტი: უახლოეს პერიოდში ექვს ერში გავარდნა-ასვლის სისტემის დანერგვის ალბათობაზე უკანასკნელ დოლარს არ დავდებდი. უფრო მისაღები სცენარია, რომ ტურნირი გაფართოვდეს შვიდ ერამდე და მხოლოდ ამის შემდეგ დაინერგოს ასვლა-ჩასვლის სისტემა“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:56 | 21.07.2016
dinamo222 (692)

6 ერში თუ შეგვიშვებენ და 7 ერად გადაიქცევა(იტალიას არავითარ შემთხვევასი არ გამოაგდებენ) ამისთვის ყველანაიად მზად ვართ-- გუნდის სიძლიერე სტადიონები ინფრასტრუქტერა ტელერეპორტაჟების მაღალ დონეზე მოწყობა ! ერთადერთი რჩება ბილეთების ფასები მეეჭვება რომ ყველამ შეძლოს მინიმუმ 50 ევროს გადახდა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს ან კერძო ფირმები ან ბიძინას ფონდი ქართუ და ნახევარი ფასი მაინც დაფარონ ამით სახელსაც დაიგდებენ და რეკლამებით მოგებასაც ნახავენ ! თუმცა ძალიან მეეჭვება წელს ან 2-3 წელში მოხდეს ეს ამბავი

12:51 | 20.07.2016
tamasho (88)

არაა გამორიცხული ნოემბრის ბოლოს შოტლანდია და საფრანგეთიც უკან მოვიტოვოთ და მერე რა ნამუსით ითამაშებენ
ხოოდა ადგნენ და შეკვეცონ და ჩაატარონ 3 ერი

12:12 | 20.07.2016
shotai-olimpi (89)

ვერ არიან ესენი, რატომ არ მივა საქართველოსთან თამაშზე ბრიტანელი გულშემატკივარი? აგერ ირლანდიას რომ ვეთამაშეთ ამხანაგურში გადაივსო სტადიონი და 6 ერის თამაშზე უფრო არ შეივსება? თბილისში ჩამოსვლა კიდევ რა პრობლემაა მითუმეტეს ბუქარესტში!!

11:07 | 20.07.2016
BEERTRANCE (1073)

ზუსტადაც 7 ერამდე უნდა გაფართოვდეს და არავინ დაიჩაგრება

20:46 | 19.07.2016
orioni (88)

ამათმა ვაჭრობამ და მარჩიელობამ შეჭამა ტვინი,.. მთავარია წინსვლა და განვითარება გავაგრძელოთ, შორს არ არის ის დრო 6 ერის 1-2 ბობოლას (იტალიას არ ვთვლი), რომ გავუთენებთ შავ დღეს და მერე აქეთ გვთხოვონ მიღება...

15:20 | 19.07.2016
kakhaberry (30)

2020 წლამდე ისედაც შანსი არაა მანდ რამის შეცვლის, გაწერილია ყველაფერი სასპონსორო და სატელევიზიო კონტრაქტებით, კალენდარსაც ვერ შეცვლიან 2020 წლამდე, ანუ ეს ცვლილებები რაზეც იმსჯელებენ, ყველაზე ადრე 2020 წლიდან ამოქმედდეს.

და ალბათ ეგაა ჩვენთვისაც საუკეთესო დრო, ეხლა ჩემი აზრითაც ადრეა, დარჩენილ 4 წელში რაც ყველაზე კრგი იყო, ის ხდება ჩემი აზრით, ანუ ოკეანეთის ტურნე და ნოემბრის ტესტებზეც ძლიერი გუნდები. 4 წელი მაგათთან რეგულარულ თამაშში ყველაფერი გამოჩნდება. კლასიც აიწევს, მთავარია ეს ოკეანეთის ტურნე ისევ რაღაც მეორე დონის ტურნირით არ ჩაანაცვლონ. დანარჩენი მოვა.

15:11 | 19.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

საუკეთესო იქნება თუ 2018დან ჩაგვრთავენ და კარგი იქნება თუ 2020 იდან ჩაგვრთავენ...უფრო ადრე გამორიცხულია...თუ არადა იტყვიან რომ ამ საკითხზე უფრო მეტს იფიქრებენ და საქართველოს ლუპის თვალებით დააკვირდებიან...(თუ ამ ბოლო სიტყვებს იტყვიან მაშინ მე მაგათი დედაც...)

13:47 | 19.07.2016
buratino (480)

ეეჰ, ჩვენ კი გვიხარია ასეთი სტატიები და გული გვიძგერს ამის წაკითხვისას მაგრამ... საერთოდ,
ნათქვამია "პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია"-ო. თუ ასე განვიხილავთ საკითხს,
მაშინ მე პესიმისტი ვარ იმ გაგებით რომ ვიცი, 2020 წლამდე არაფერი არ შეიცვლება. 6 ერის ორგანიზატორთა ამ შეკრების ერთადერთი "ჩვენთვის მოსაჭიდი ხავსი" ისაა რომ მომდევნო მსოფლიოს შემდეგ დაგვიშვან, ანუ ახლავე შეიმუშავონ ოპტიმალური სქემა რაც გულისხმობს 7 გუნდიან ტურნირს საშინაო-საგარეო მატჩების (3-3 თამაში თითოეული გუნდისთვის) დაბალანსებით. მაგრამ ამ სცენარში თავისდაუნებურად რუმინეთი გვიშლის ხელს, რადგან ჩვენგან განსხვავებით, მაგათ არანაირი პროგრესი არ აქვთ, ხოლო სიტყვა "საქართველო" მაძღარ ევროპელებში ჯერჯერობით მაინც დამცინავ ასოციაციას იწვევს (მწარე სიმართლეა). მე პირადად გაცილებით მერჩივნა რომ ჯერ ნოემბრის ტესტების წყალობით 10-ეულში შევსულიყავით და 6 ერს თავისი შეკრება ამის შემდეგ გაეკეთებინა! ჩვენთვის სასურველი შედეგი ამ შემთხვევაში უფრო დადგებოდა, ახლა კი... ალბათ გვეტყვიან, უფრო მეტს ვფიქრობთ თქვენს მიღებაზეო, ანუ "საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდა ნატოს (ბოდიშით, 6 ერს)"

12:38 | 19.07.2016
tamasho (88)

იტალიას იმდენი ხის კოვზი დაუგროვდა ევროპაში ტყეს გააჩანაგებენ
ტყე შეუნახე შვილებსა ევროპავ თორემ შეშფოთდებით

12:35 | 19.07.2016
tamasho (88)

იტალიას არ გაწირავენ ეგ ჩმორები ამიტომ 7 ერად გადააკეთებენ ეს რუმინელი ციგნები რაღას აგვეკიდა რავა ყველა ჩვენი სათრევია

12:03 | 19.07.2016
ოვალური კორბენი (276)

ეს აдრე თუ გვიან მოხдება. ევროპული რაგბის მამები ჯიუტები კი არიან, მაგრამ არა მავნებლები. გარдაუვალს წინ ვერ აღუдგები.
სხვათაშორის, ჩვენ გულშემატკივრები უფრო სულსწრაფები ვართ ამ ამბავში. ოღონд ჩვენი ნაკრები უმაღლეს дონეზე ვიხილოთ дა მზაд ვართ მუдმივი მარცხებიც ავიტანოთ. ჩვენი მორაგბეები კი უფრო дინჯაд, საღაд აფასებენ მოვლენებს. იგივე გორგოძეს არაერთხელ უთქვამს რომ ექვსი ერი ჯერ აдრეა. ეს გასაგებიცაა, სპორტსმენები არიან дა მათთვის მთავარი მოგება дა თამაშის მაღალი ხარისხია.
მე პირაдაд ამ საკითხზე არანაკლებ მნიშვნელოვნაд მიმაჩნია ჩვენი ჩემპიონატის გაძლიერება дა ქართული გუნдების ევროპაზე გასვლა. იქნებ ეს საკითხი მოგვარдეს უახლოეს მომავალში.

22:30 | 19.07.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

10:08 | 19.07.2016
ჯაშიაშვილი (6)

რუმინეთთან ერთად განხილვა დიდად არ წაგვადგება, მაგრამ არც მოგვაცილებენ(მორარიუ ლობია მაინც). ისე კი ორი გუნდის დამატება აბსურდულად მიმაჩნია.

08:34 | 19.07.2016
zura-mesi (33)

ერთ თამაშზე რა საოცარი დანაკარგი უნდა ნახონ, თან ერთ-ერთ ბობოლას რომ ააყირავებენ თბილისში, ძალიან კოხტად შეივსაბა სტადიონი კარდიფშიც და პარიზშიც.

08:54 | 19.07.2016
ogafa (407)

აბა რა

0.094243