ამბები

0:25 | 19.07.2016 | ნანახია 971 - ჯერ

მედია სემინარი

რაგბი საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაშიც უადაოდ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქართული მედია საშუალებების აქტიურობას, მაგრამ მიუხედავად ამისა უმეტესობისთვის რაგბი მაინც ბოლომდე შეუცნობელი თამაშია, სპეციფიკური წესებით, ტერმინოლოგიითა და განსაკუთრებით ფასეულობებით (თუმცა, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ახლობელია რაგბის ქართველი ქომაგისთვის).

საიმისოდ, რომ რაგბი კიდევ უფრო იოლად გასაგები გახდეს ამ თამაშით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მედია საშუალებების წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ერკვეოდნენ რაგბის წესებში, ტერმინოლოგიაში და იზიარებდნენ რაგბის ფასეულობებს.

საამისოდ რაგბის განვითარების ჯგუფი და საქართველოს რაგბის კავშირის მედია და კომუნიკაციების სამსახური ერთობლივად გამართავენ მედია სემინარს.

სემინარზე მედია საშუალებების წარმომადგენლებს განვითარების ჯგუფის ოფიცრები და სამსაჯო კომიტეტის სპეციალისტები ისაუბრებენ ზოგადად რაგბის წესების შესახებ, რათა უფრო ადვილი გახდეს თამაშის აღქმა, განმარტავენ ტერმინოლოგიასა და მსაჯთან ჟესტიკულაციას. გარდა ამისა მედია და კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებს გააცნობენ მედიასთან ურთიერთობის სპეციფიკურ წესებს.

მედია სემინარს სურვილისამებრ შეუძლიათ დაესწრონ, როგორც მედია საშუალებების წარმოამდგენლებს ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს.

მედია სემინარი გაიმართება 22 ივლისს 11 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე (ბოგდან ხმელნიცკის 40)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078415