6 ერი

16:27 | 5.04.2016 | ნანახია 3012 - ჯერ

ალფრედო გავაცი: „ვინც ექვსი ერის ფორმატის შეცვლაზე საუბრობს, ამ საკითხზე წარმოდგენა არ აქვს“

იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალფრედო გავაციმ „მსოფლიო რაგბის“ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ექვსი ერის ფორმატის შეცვლის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა.

ლაპასე დაკავებულ თანამდებობას მაისში დატოვებს, მანამდე კი აღნიშნა, რომ განვითარებისთვის აუცილებელია დღეს არსებული ფორმატის შეცვლა. ლაპასე ამბობს:

„აუცილებელია ტურნირის ფორმატის შეცვლა. თუ გვინდა, რომ მომავლისკენ დარწმუნებით ვიაროთ, უნდა დავნერგოთ ასვლა-ჩასვლის სისტემა“.

აი ეს არ მოეწონა გავაცის, არგუმენტად ტურნირის კომერციული ნაწილი მოიყვანა და დასძინა, რომ ამან შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ტურნირის შემოსავლები სპონსორებისა და ტელეტრანსლიაციების უფლების კუთხით:

„ის, ვინც ექვსი ერის ფორმატის შეცვლას შესაძლებლად მიიჩნევს, მას წარმოადგენაც არა აქვს რაზე საუბრობს. შოტლანდია, რომელიც 2015 წელს ბოლო ადგილზე გავიდა, შესაძლოა გავარდეს?“ - კითხულობს იტალიელი და მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ექვსი ერის გენერალური სპონსორი სწორედ შოტლანდიის „სამეფო ბანკია“.

„ტურნირი სპორტული კუთხით გაფართოვებას საჭიროებს, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით ეს ძალიან რთულია. რაგბი ახლა უფრო ბიზნესია, ვიდრე სპორტი და გართობა“ - ასეთია იტალიის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, ჯანკარლო დონდის მოსაზრება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:11 | 06.04.2016
-_- (5)

ისე მაინტერესებს ყველა რომ ლაპარაკობს 6 ერის ბოლოადგილოსანის გავარდნაზე ან პლეიოფზე ერთა თასის გამარჯვებულთან და ა.შ მემგონი სხვანაირი ვარიანტი ჯობია ამ 6 ერს დაამატონ 2 გუნდი ჩვენ და რუმინეთი გახდება 8 ერი შემოიღონ ჩგუფური ეტაპი. გამოვა 2 ჯუფი 4 გუნდით(იმ პირობით რომ ჩვენ და რუმინეთი არ უნდა მოვხვდეთ ერთ ჯგუფში ნუ თავიდან მაინც რადგამ არა მგონია ინგლისს ან სხვა მისნაირ გუნდს ერთ სეზონზე თბილისში და რუმინეთში ბოდიალი მოუნდეს) 1-2 ე ადგილებზე გასულები ითამაშებენ ნახევარფინალებს. 3-4 ადგილზე გასულები კი ითამაშებენ ერთმანეთში აქედან წაგებულები კიდე ერთ თამაშს ჩაატარებენ ხის კოვზისათვის ხოლო მოგებულები ავტომატურად განაწილდებიან 5-6 ადგილებზე. საბოლოოდ ყველა გუნდს მოუწევს 4 თამაშის ჩატარება ხოლო ფინალში გასულ გუნდს და ხის კოვზის პრეტენდენტებს 5 თამაშის, თამაშების რაოდეობა იგივე დარჩება ან შემცირდება სპორტული თვალსაზრისით უფრო საინტერესო იქნება რადგან ნახევარფინალები და ფინალები ბევრად საინტერესოა მე ეგრე მგონია, უბრალოდ ვინ ითამაშებს სახლში და ვინ გასვლაზე ეგ იქნება მოსაფიქრებელი კარგად და ყველა კმაყოფილი ქინება ჩვეც რუმინეთიც იტალიაც და სპონსორებიც მე ეგრე მგონია. ყოველ წელს 4 - 5 თამაში 8 ერზე + ტესტები ძალიან მაგარი იქნებოდა. თან ამ შემთხვევაში იტალიის ესეთ გამწარებულ წინააღმდეგობას მანც არ შევხვდებით.

18:02 | 05.04.2016
otia-83 (13)

ლოგიკურია ის რასაც ეს კაცი იძახის. არის კი მზად სპონსორი მზად შოტლანდიის დაქვეითების შემთხვევაშიც განაგრძოს სპონსორობა? ამ ეტაპზე შოტლანდიამ იმდენად ამოქაჩა, რომ ამის შანსი არ არის მაგრამ ჰიპოთეტურად ხომ არის შესაძლებელი?

ასვლა ჩასვლაზე მეტად გაფართოვებაა მიზანშეწონილი 1 გუნდით და ამის შემდეგ უნდა დაინერგოს ასვლა ჩასვლა. ანუ მე-7 გუნდმა უნდა იბრძოლოს ადგილის შენარჩუნებისთვის ერთა თასის გამარჯვებულთან პლეიოფში.

ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება იტალიისთვის და შოტლანდიისთვის.

ან 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს 12 გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი ივნისში. 1 წელს ევროპა მეორე წელს კუნძულელებთან. სულ არ გვინდა მაგათი 6 ერი.

17:29 | 05.04.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

ამ მაფიოზებმა ხო წაიღეს ტვინი. რაგბი სპორტია და ქართველებისათვის კი ცხოვრების ნაწილი. ბიზნესმენობა თუ გინდა წადი და გაყიდე მაღარონი. მალე მოვა დრო როდესაც ბორჯღალოსნები სისხლ გადევინებენ ცხვირიდან

0.077505