საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მესამე, დასკვნითი ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა, ჯამში კი, მეშვიდე პოზიციაზე გავიდა.
პოლონეთის ქალაქ გდინიაში გამართული დასკვნითი შეხვედრა ქართველი მოშვიდკაცეებისთვის კარგად დაიწყო. იტალიასთან მატჩის დებიუტში საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, გიორგი ფრუიძემ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ტაიმის ბოლოს რამაზ ხარაზიშვილმა ფეხით დარტყმული ბურთი აიღო, რომელზეც იტალიელები დაფარებას ცდილობდნენ და მარჯვენა ფლანგზე გაიქცა - 12:0.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა და ბურთი ვერ შევინარჩუნეთ. მეტოქემ სათამაშო უპირატესობით მე-11 წუთზე ისარგებლა და ლელოს გარდასახვაც მიაყოლა. იტალიელები ბოლო წუთამდე უტევდნენ, ჯარიმის შემდეგ 10 მეტრის წესი რომ დაირღვა რეფერიმ ზურაბ ძნელაძე სინბინით დასაჯა და უკვე გაწითლებულ დროზე ლელო ალამთან მივიღეთ - 12:12. პოზიცია ისეთი იყო, დამატებითი დრო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა იტალიელმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 14:12 იმარჯვა.
ფინალში ერთმანეთის წინაშე ბრიტანული გუნდები წარსდგნენ და როიალსმა მოგებით სერიაც მოიგო. რუსეთმა პოლონეთში მესამე ადგილი დაიკავა და გრან პრი მეორე საფეხურზე დაასრულა, ხოლო აქამდელი ლიდერი საფრანგეთი მეოთხე ადგილს დასჯერდა. მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდების შემდეგ, მეხუთე-მეექვსე ადგილები ესპანეთს და გერმანიას ერგოთ და ისინი გაისად ჰონკონგში, მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებენ. გრან პრიდან ლიტვა დააქვეითდა, რომელსაც გაისად ირლანდია ჩაანაცვლებს.
ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი
გდინია. პოლონეთი
17 ივლისი. პლეი ოფები
ნახევარფინალები IX ადგილისთვის
პორტუგალია - ლიტვა 31:12
ბელგია - პოლონეთი 26:17
ნახევარფინალები V ადგილისთვის
იტალია - საფრანგეთი 26:0
საქართველო - გერმანია 17:0
თასის ნახევარფინალები
დიდი ბრიტანეთი როიალსი - ესპანეთი 22:10
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - რუსეთი 17:14
XI ადგილისთვის
ლიტვა - პოლონეთი 7:27
IX ადგილისთვის
პორტუგალია - ბელგია 0:14
VII ადგილისთვის
საფრანგეთი - გერმანია 26:17
V ადგილისთვის
იტალია - საქართველო 14:12
III ადგილისთვის
ესპანეთი - რუსეთი 7:31
ფინალი
დიდი ბრიტანეთი როიალსი - დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 26:14
საბოლოო საერთო ცხრილი
დიდი ბრიტანეთი როიალსი 12+20+20=52
რუსეთი 20+14+16=50
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 16+12+18=46
საფრანგეთი 18+18+8=44
ესპანეთი 8+16+14=38
გერმანია 14+10+6=30
საქართველო 10+6+10=26
იტალია 4+8+12=24
პორტუგალია 6+4+3=13
ბელგია 3+3+4=10
პოლონეთი 2+2+2=6
ლიტვა 1+1+1=3
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიღაცამ ფიჯის მაგალითი მოიყვანა, მას მინდა ვუთხრა რომ მათ ფრინავ ფიჯელებს უკანა ხაზელების წყალობით არიან თორემ ფიჯი და ნაბია ერთი დონის იქნებოდნენ
გარემარბები და ათი ნომრები დიდ როლს ასრულებენ დღევანდელ რაგბში, სხვაგვარად გაშლილი თამაში შეუძლებელია.... ამ მინუსის აღმოფხვრაში კი ნაკრებს აშკარად დაეხმარება 7კაცას განვითარება
სწორედაც, რომ ამაშია საქმე რომ არ გაუზრდია....ეს ფაქტია, რომ დღეს თუ ჩვენი ნაკრები შედეგს აღწევს ეს არის შერკინება, ჩვენი უკანა ხაზი რომ ისე უბავდეს მხარს როგორც შერკინება მაშინ 11-10 ადგილი კი აღარ იქნებოდა ჩვენთვის სახარბიელო, პრეტენზია გვექნებოდა პირველ სამეულზე, რადგან ჩვენ პირველ რვა კაცს დღეს დღეობით ახალზელანდიის და ავსტრალიის გარდა ვერავინ ჯობია...7კაცას მაღალ დონეზე განვითარება კი ერთიც რომ კონკურენციას გაზრდიდა ნაკრებში და მეორეც მწვრთნელს შესაძლებლობა ექნებოდა მონაცვლეობით ეთამაშებინა უკანახაზელები ნაკრებსა და 7კაცაში და ნაკრებს მიღმა დარჩენილად არ ჩაითვლებოდნენ ბიჭები..
სასწრაფოდ არის შესაცვლელი მწვრთნელი და ზოგადად მიდგომა 7-კაცას მიმართ. რატომ აიგნორებს რაგბის კავშირი და რატომ არ იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს, გაუგებარია. მესმის, რომ 15 კაცა უფრო პრიორიტეტულია, მაგრამ 7-კაცა ბოლო-ბოლო ოლიმპიური სახეობაა და თან უკანახაზელების გაზრდის საუკეთესო საშუალება და რა გახდა ერთი ნორმალური უცხოელი მწვრთნელი. მელიტონის კავშირებით არა მგონია რთული იყოს მისაღებ ხელფასზე ნორმალური მწვრთნელის ჩამოყვანა.
შეგიძლია ჩამოყტვალო ის მოთამაშეები ვინც შვიდკაცამ გაუზარდა თხუთმეტკაცას?
რამდენიც არ უნდა დავაკნინოთ 7 კაცაში ეს წარუმატებლობა და რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ეს მარცხი არაფერიაო, ფაქტია, ეს უნდა გამოდგეს ჩვენთვის ჭკუის სასწავლებლად! აუცილებელია რაგბის კავშირმა "გამოიღვიძოს" და ამ სფეროს სერიოზული ყურადღება დაუთმოს! მოკლედ და კონკრეტულად, ცვლილებების დროა!
ძალიან ცუდია რომ ერთ ადგილზე ვფართხალებთ, ალბათ უცხოელი მწვრთნელია აქ საჭირო.
ალანია, დროზე დაახვიე