ევროპის სერია

16:39 | 17.07.2016 | ნანახია 4640 - ჯერ

გერმანია დავამარცხეთ

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მე-5 ადგილის ნახევარფინალში გერმანია 17:10 დაამარცხა და დაამტკიცა, რომ მას არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა ეს არაფერს ცვლის და გაისად ჰონკონგში სწორედ გერმანელები წავლენ.

მეტოქემ ორივე ლელო პირველ ტაიმში დადო და ორივეჯერ შეტევის მარჯვენა ფლანგზე. შუალედში გიორგი ფრუიძემ ჩვენი 22-ის ხაზთან გაჭრა ხაზი და ლელომდე 80 მეტრი ირბინა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. 7 წუთი ამოწურული იყო, როდესაც რამაზ ხარაზიშვილმა სწრაფად აკრიფა სიჩქარე და მარცხენა ფლანგზე გაიქცა, მერე ბოლო მცველსაც გასცდა და ტაიმი 12:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში გერმანელების სახიფათო შეტევა მოვიგერიეთ და თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანეთ. მერე ის გერმანელები შეცდნენ და კონტრშეტევაზე ლელო ბექა ურჯიკაშვილმა დადო. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ 2 წუთში მეტოქეს მმატჩის დამატებით დროში გადაყვანის შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველებმა თავი კარგად დაიცვეს და V ადგილისთვის იტალიას შეხვდებიან, რომელმაც საფრანგეთს მოულოდნელად 26:0 მოუგო. თამაში 19:06 საათზე დაიწყება.

ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

გდინია. პოლონეთი

17 ივლისი. პლეი ოფები

ნახევარფინალები IX ადგილისთვის

პორტუგალია - ლიტვა 31:12

ბელგია - პოლონეთი 26:17

ნახევარფინალები V ადგილისთვის

იტალია - საფრანგეთი 26:0

საქართველო - გერმანია 17:0

თასის ნახევარფინალები

დიდი ბრიტანეთი როიალსი - ესპანეთი

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - რუსეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:27 | 17.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

დასანანი მარცხი იტალიასთან, მეორე ტაიმში დისციპლინაში მოვიკოჭლეთ

19:27 | 17.07.2016
mst (11)

6 ნომერი იყო ყველაზე სუსტი სამივე ეტაპზე,იტალიასტან უამრავი შეცდომა დაუშვა და წააგებინა მოგებული თამაში

18:47 | 17.07.2016
ogafa (407)

ყოჩაღ

18:46 | 17.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

გერმანიას

18:45 | 17.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

წინაზეც რომ ყოლოდათ ფრუიძე ალბათ გადავესწრებდით

18:44 | 17.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ფრუიძის კლასმა მაინც უშველა ნაკრებს და მთლად არ შევრცხვით

18:43 | 17.07.2016
mindia (74)

მწვრთნელებს უამრავი შანსი მიეცათ და აუცილებლად შესაცვლელია მწვრთნელთა შტაბი. სასურველია უცხოელი

0.079332