საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები პოლონეთში, ევროპის გრან პრის მესამე, დასკვნით ეტაპზე თასის მეოთხედფინალში დამარცხდა და ჯამში ესპანეთის, ან გერმანიის გადასწრები შანსი დაკარგა. შესაბამისად, მსოფლიო სერიის შესარჩევში სწორედ ეს გუნდები გაემგზავრებიან.
რადგან ორი ეტაპის ჯამში კონკურენტებს 8-8 ქულით ჩამოვრჩებოდით, საჭირო იყო გდინიაში მათზე ოთხი ადგილით წინ გავსულიყავით. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ესპანეთიც და გერმანიაც თასის მეოთხედფინალში გავიდნენ და ამრიგად, საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის ლაიონსთან მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. მხოლოდ თასის ნახევარფინალში გასვლა და მეტოქის ფეხის დაცდომა ტოვებდა შანსს, რომ გაისად მარტში ჰონკონგში გამგზავრების შანსი შეგვრჩენოდა.
კახა ალანიას შეგირდები ლაიონსს ჯგუფურ ეტაპზეც ეთამაშნენ და მატჩის მიწურულს გაშვებული ორი ლელოთი 14:15 დამარცხდნენ. მეოთხედფინალშიც დიდი ბრძოლა გაიმართა და სამწუხაროდ, ბრიტანელებმა 12:0 მოიგეს. შედეგად, საქართველო მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას და შესაბამისად, მეტოქეებს საჭირო სხვაობით ვეღარ ჩამოიტოვებს.
ანგარიშის გახსნის შანსი საქართველომ მიიღო, როდესაც იოსებ მათიაშვილის ფეხით შეგორებულ ბურთს ლევან გოგოლაშვილი მიყვა და მცველსაც გაასწრო, მაგრამ ლელოდან 3 მეტრში მოხტუნავე ოვალი ვერ დაიმორჩილა. მერე ბრიტანელებმა შემოგვიტიეს, ორჯერ მოვიგერიეთ სახიფათო შეტევა, გოგოლაშვილმა მესამედაც გადაიყვანა შემტევი აუტში, მაგრამ რეფერიმ განსაჯა, რომ მან ჯერ ბურთი დაამიწა და ფეხი ხაზს ამის შემდეგ შეახოო. ტაიმის მიწურულს 22-დან დავიწყეთ შეტევა და ლელოს გატანა შეიძლებოდა, თუმცა სისწრაფე არ გვეყო და სივრცეებიც გამოუყენებელი დარჩა - 0:5.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, შეხვედრის მიწურულს ზურაბ ძნელაძემ ჯარიმის გათამაშებისას 10 მეტრის წესი არ დაიცვა და სინბინით დავისაჯეთ. ლაიონსმა რიცხობრივი მეტობა სულ ბოლოს გამოიყენა და ლელო-გარდასახვით გამარჯვება გაიფორმა. თამაშის მიწურულს და საფინალო სასტვენის შემდეგ ნერვებმა იფეთქა და მოედანზე გაწევ-გამოწევა იყო. საბედნიეროდ, ის გუნდურ ჩხუბში არ გადაიზარდა.
V ადგილის ნახევარფინალში საქართველო გერმანიას შეხვდება. თამაში თბილისის დროით 15:06 საათზე დაიწყება.
ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი
გდინია. პოლონეთი
17 ივლისი. პლეი ოფები
თასის მეოთხედფინალები
დიდი ბრიტანეთი როიალსი - იტალია 26:0
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - საქართველო 12:0
რუსეთი - გერმანია 29:19
საფრანგეთი - ესპანეთი
საერთო ცხრილი ორი ეტაპის შემდეგ
საფრანგეთი 18+18=36
რუსეთი 20+14=34
დიდი ბრიტანეთი როიალსი 12+20=32
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 16+12=28
ესპანეთი 8+16=24
გერმანია 14+10=24
საქართველო 10+6=16
იტალია 4+8=12
პორტუგალია 6+4=10
ბელგია 3+3=6
პოლონეთი 2+2=4
ლიტვა 1+1=2
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მებრძოლი ლაზი
თუ მასე ვიმსჯელებთ ფიჯის ნაკრები ყოველ მსოფლიოზე 5-ულში უნდა იყოს მაინც მარა ჩემი ფეხები
ისინი ჩვენ ლომებთან ცხვირს წაიმტვრევენ
ასე რომ მაინც რაგბი-ბალეტია
თქვენი არ ვიცი და მე პირადად ჩვენი ნაკრების ლომები სასაცილოდ მომეჩვენება 7-კაცა ბალეტში
იმიტომ რომ ისინი ვაჟკაცები არიან
მებრძოლი ლაზი
არაუშავს ეს ხომ რაგბი-ბალეტია
საინტერესოა ფედერაციის აზრი, სასურველია თუ იგი გულშემატკივრებისას დაემთხვევა.
მალე ესპანეთს და რუსეთს ისეთი უკანა ხაზი ეყოლება 15 კაცას მოგება გაგვიჭირდეს შეიძლება
საიდან ესეთი დასკვნა?
მიიღებს ბურთს და დგანან ჯორივით, იმიტომ რომ არ იციან საით წავიდნენ, მანევრირება და კაცის მოტყუება სირცხვილი გინიათ.
ნამუსიც კარგი საქონელია...წადი ალანია...გუნდმა არ იცის როგორ შეუტიოს, როგორ ისარგწბლოს რიცხობრივი უპირატესობით, როგორ ითამაშოს ფეხით გადაკიდება...
stripslashes((strlen('http://www.rugbyeurope.tv/en/content/160717-sevens-grand-prix-series-gdynia-day2')>0?'http://www.rugbyeurope.tv/en/content/160717-sevens-grand-prix-series-gdynia-day2':'http://www.rugbyeurope.tv/en/content/160717-sevens-grand-prix-series-gdynia-day2'))