ევროპის სერია

20:50 | 16.07.2016 | ნანახია 4600 - ჯერ

ისევ მესამე ადგილით - 7-კაცა მეოთხედფინალშია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ისევე, როგორც ევროპის გრან პრის პირველ და მეორე ეტაპზე, მესამე, გდინიას ეტაპზეც ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, კონკურენტებს გატანილ-გაშვებული ქულებით აჯობა და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

დიდი ბრიტანეთის ლაიონსთან დასანანი მარცხის შემდეგ, ფრანგებთან უშანსოდ დავმარცხდით. სხარტმა მეტოქემ ნახევარ ტაიმში სამი ლელო დაგვიდო, მერე ნიკოლოზ გიგაურმა ბექა ურჯუკაშვილს ზურგსუკან დაფარული, ლამაზი პასი გაუხერხა და მან ლელოს გარდასახვა მიაყოლა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგებმა ორი ლელო მიითვალეს, რასაც სულ ბოლოს რევაზ ჯინჯიხაძემ ერთით უპასუხა, ურჯუკაშვილმა გარდასახა და 14:31 დავმარცხდით.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გაუმართლა ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას რომ ატარებდა. კახა ალანიას შეგირდებმა სხვა თამაშების შედეგებიდან გამომდინარე იცოდნენ, რომ მასპინძელი პოლონეთი მინიმუმ 17 ქულის სხვაობით უნდა დაემარცხებინათ და ამიტომ, ბოლო წამამდე არ მოდუნდნენ, შედეგად, 45:0 საქართველოს სასარგებლოდ და საუკეთესო მესამეადგილოსანი გახდა. პირველი ლელო მეორე წუთზე ჩვენი 22-დან დაწყებულ სწრაფ შეტევას მოყვა და ორი პასის შემდეგ ძელებსშუა რამაზ ხარაზიშვილი შევიდა. გაწითლებულ დროზე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ხაზი მიხეილ გაჩეჩილაძემ გაჭრა და კარის წინ შებოჭილმა ბურთი ლევან გოგოლაშვილს ამოუგდო, რომელმაც ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 14:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა თავისი ნახევრიდან პასებით უტია და ლელო ნიკოლოზ გიგაურმა დაამიწა, ხოლო ერთ წუთში გოგოლაშვილმა გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 55 მეტრი ირბინა. შემდეგი ლელო იოსებ მათიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ორ მცველს ლამაზი ფინტით აუარა გვერდი, მალე გოგოლაშვილმა კონტრშეტევაზე ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო სულ ბოლოს მათიაშვილმა დუბლი მიითვალა. ორი ლელო მათიაშვილმა და ერთი მამუკა ნინიძემ გარდასახა.

თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე კარგად ნაცნობი ლაიონსია, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. აუცილებელია, რომ კახა ალანიას შეგირდებმა მეტოქე დაამარცხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამი ეტაპის ჯამში გერმანიის, ან ესპანეთის გადასწრება ვეღარ მოხერხდება და შესაბამისად, ჰონკონგის საგზურიც მათ დარჩებათ. თასის მეოთხედფინალში გერმანია რუსეთს, ხოლო ესპანეთ ი საფრანგეთს ეთამაშება და ჩვენი მოგების შემთხვევაში, ბევრი რამ მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

გდინია. პოლონეთი. 16-17 ივლისი

A ჯგუფი

გერმანია - იტალია 26:22

დიდი ბრიტანეთი როიალსი - ლიტვა 42:0

დიდი ბრიტანეთი როიალსი - იტალია 36:7

გერმანია - ლიტვა 26:10

დიდი ბრიტანეთი როიალსი - გერმანია 33:7

იტალია - ლიტვა 40:5

1.

დიდი ბრიტანეთი როიალსი

3

3

0

0

111:14

9

2.

გერმანია

3

2

0

1

59:65

7

3.

იტალია

3

1

0

2

69:67

5

4.

ლიტვა

3

0

0

3

15:108

3

B ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - საქართველო 15:14

საფრანგეთი - პოლონეთი 40:19

საფრანგეთი - საქართველო 31:14

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - პოლონეთი 33:14

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 12:26

საქართველო - პოლონეთი 45:0

1.

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

3

3

0

0

74:40

9

2.

საფრანგეთი

3

2

0

1

83:59

7

3.

საქართველო

3

1

0

2

73:46

5

4.

პოლონეთი

3

0

0

3

33:118

3

C ჯგუფი

რუსეთი - პორტუგალია 26:19

ესპანეთი - ბელგია 14:17

ესპანეთი - პორტუგალია 26:7

რუსეთი - ბელგია 17:7

ესპანეთი - რუსეთი 7:7

პორტუგალია - ბელგია 31:7

1.

რუსეთი

3

2

1

0

50:33

8

2.

ესპანეთი

3

1

1

1

47:31

6

3.

პორტუგალია

3

1

0

2

57:59

5

4.

ბელგია

3

1

0

2

31:62

5

17 ივლისი. პლეი ოფები

თასის მეოთხედფინალები

დიდი ბრიტანეთი როიალსი - იტალია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - საქართველო [12:52 საათი]

რუსეთი - გერმანია

საფრანგეთი - ესპანეთი

საერთო ცხრილი ორი ეტაპის შემდეგ

საფრანგეთი 18+18=36

რუსეთი 20+14=34

დიდი ბრიტანეთი როიალსი 12+20=32

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 16+12=28

ესპანეთი 8+16=24

გერმანია 14+10=24

საქართველო 10+6=16

იტალია 4+8=12

პორტუგალია 6+4=10

ბელგია 3+3=6

პოლონეთი 2+2=4

ლიტვა 1+1=2

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 17.07.2016
tamasho (88)

MAINც რAGBI BALEტIA

10:45 | 17.07.2016
deme2222 (46)

უცხოელი მწვრთნელი სასწრაფოდ, ნუ დაემსგავსებით ფეხბურთის ფედერაციას!!!
სირცხვილია ესპანეთი და გერმანია რომ გვისწრებს, სხვას აღარაფერს ვიძახი

00:05 | 17.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

დადეთ რა ლინკი გვაყურებინეთ

23:08 | 16.07.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია შეძლებენ ბრიტების დამარცხებას

0.091503