სხვა

15:57 | 5.04.2016 | ნანახია 1519 - ჯერ

არჩუაშვილის ორი სალელოვე შეტევა

მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის „სტიაუამ“ მიმდინარე სეზონში მესამე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მესამე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

რუმინეთის თასის მესამე ტურში ბუქარესტელებმა იაშის „პოლიტეჰნიკა უნირეას“ უმასპინძლა, საწყის 10 წუთში სამი ლელო გაუტანა და 21:0 დაწინაურდა. აქ თამაში ბედი პრაქტიკულად გადაწყდა. ჯამში „სტიაუამ“ რვა ლელო დადო და შვიდი გარდასახვა გამოიყენა, მეტოქეს სამის გატანის საშუალება მისცა და 54:20 იმარჯვა.

არჩუაშვილი ბუქარესტელების სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ თავიდანვე იქცა, ახლაც ძირითადში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. ქართველის უშუალო მონაწილეობით ორი ლელო დაიდო. ერთხელ მისი დაწყებული შეტევის შემდეგ ბურთი კარგად გაიშალა, მეორედ კონტაქტში შესულმა ქართველმა ვარდნაში ლამაზი ოფლოუდი გაახერხა და მისი თანაგუნდელის წინ აღარავინ იდგა.

ამ ტურში ისვენებდა ბიძინა სამხარაძის „ბაია მარე“. მეოთხე ტურში დასვენება „სტიაუას“ უწევს, ხოლო მეხუთე რაუნდში რუმინეთის თასზე ქართველი ლეგიონერების გუნდების დერბი გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091345