ევროპის სერია

14:53 | 16.07.2016 | ნანახია 3986 - ჯერ

ბრიტანეთი გადაგვირჩა

საქართველოს 7-კაცა ნაკრები დიდი ბრიტანეთის ლაიონსის დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ დასკვნით წუთებში ვერ გაძლო და მინიმალური სხვაობით, 14:15 დამარცხდა.

ევროპის გრან პრის დასკვნით, მესამე ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვოს, რათა გრან პრის ჯამში ჰონკონგის საგზურისთვის კონკურენტების, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებისდან ერთ-ერთის ჩამოტოვება მოახერხოს, რომლებიც ორი ეტაპის ჯამში 8-8 ქულით გვისწრებენ.

პოლონეთში, გდინიაში მიმდინარე ეტაპის პირველი მატჩი ქართველებმა ცუდად დაიწყეს, ორი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მერე ათამაშდნენ, ცენტრიდან ჯარიმა აუტში გადაიტანეს, 22-მეტრიანი ხაზიდან დერეფანი კარგად გაითამაშეს, იოსებ მათიაშვილმა მარჯვნივ ირბინა და შებრუნებული პასით ლელოში რამაზ ხარაზიშვილი შეუშვა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ტაიმის ბოლოს, გაწითლებულ დროზე, ბრიტანელებმა ხაზი გაგვიჭრეს და ხარაზიშვილმა მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ მეტოქეს ლელოს ცენტრში დადება არ დაანება და ტაიმი 7:5 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმამეორე ლელო შექმნა, მან დროული პაუზის შემდეგ საშუალოზე გადაკიდებული ბურთი თავად აიღო და ძელებსშუა ზურაბ ძნელაძე შეუშვა. ნინიძე კვლავ ზუსტი იყო - 14:5. ბრიტანელებმა ტემპს უმატეს და ერთი ლელო მალევე გაქვითეს, ოღონდ გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს მარკ რობერტსონი თავისი ნახევრიდან გაგვექცა და მას ლელო ცენტრში კვლავ არ დავადებინეთ, თუმცა მეტოქე 1 ქულით დაწინაურდა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, თამაშის მოგება ერთი ჯარიმითაც შეიძლებოდა, სათამაშოდ 15 წამი რჩებოდა, თუმცა ლაიონსმა თავი დაიცვა და 15:14 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისის დროით 16:43 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც პირველ მატჩში მასპინძელი პოლონეთი 40:19 დაამარცხა.

ტურნირის სადებიუტო მატჩში იტალია ახლოს იყო სქართველოს ერთ-ერთი კონკურენტის, გერმანიის დამარცხებასთან. „აძურამ“ 7:26 ჩამორჩენის შემდეგ, დასკვნით 3 წუთში სამი ლელო გაიტანა, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, ბოლო შეტევისას მათ კიდევ ერთი, უკვე გამარჯვების ლელოს დადება შეეძლოთ, თუმცა შემტევმა გადაცემა ვერ შეიმაგრა და ფლანგზე არსებული სივრცე გამოუყენებელი დარჩა - 22:26.

მეორე კონკურენტ ესპანეთს ბელგიამ ორის წილ სამი ლელო დაუდო და 17:14 სძლია.

ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

გდინია. პოლონეთი. 16-17 ივლისი

A ჯგუფი

გერმანია - იტალია 26:22

დიდი ბრიტანეთი როიალსი - ლიტვა 42:0

1.

დიდი ბრიტანეთი როიალსი

1

1

0

0

42:0

3

2.

გერმანია

1

1

0

0

26:22

3

3.

იტალია

1

0

0

1

22:26

1

4.

ლიტვა

1

0

0

1

0:42

1

დიდი ბრიტანეთი როიალსი - იტალია

გერმანია - ლიტვა

დიდი ბრიტანეთი როიალსი - გერმანია

იტალია - ლიტვა

B ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - საქართველო 15:14

საფრანგეთი - პოლონეთი 40:19

1.

საფრანგეთი

1

1

0

0

40:19

3

2.

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

1

1

0

0

15:14

3

3.

საქართველო

1

0

0

1

14:15

1

4.

პოლონეთი

1

0

0

1

19:40

1

საფრანგეთი - საქართველო

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - პოლონეთი

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

საქართველო - პოლონეთი

C ჯგუფი

რუსეთი - პორტუგალია 26:19

ესპანეთი - ბელგია 14:17

1.

რუსეთი

1

1

0

0

26:19

3

2.

ბელგია

1

1

0

0

17:14

3

3.

ესპანეთი

1

0

0

1

14:17

1

4.

პორტუგალია

1

0

0

1

19:26

1

ესპანეთი - პორტუგალია

რუსეთი - ბელგია

ესპანეთი - რუსეთი

პორტუგალია - ბელგია

17 ივლისი. პლეი ოფები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:18 | 16.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ჯიგარი რა დაგიჩემებია ეს ბალეტი ჩახვეული პლასტინკასავით

19:17 | 16.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

გვაყურებინე

19:16 | 16.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ადმინ ლინკი დადე რაა, გავაკეთებინე

18:43 | 16.07.2016
temuchin (431)

ბიჭებს ეტყობათ პოტენციალი, კაი მწვრთნელის ხელში დაგლიჯავენ, მაგრამ პატრონი არ გვყავს

17:00 | 16.07.2016
tamasho (88)

ბალეტი არაა კაცების საქმე

16:59 | 16.07.2016
tamasho (88)

არაუშავს ეს რაგბი-ბალეტია

18:10 | 16.07.2016
BATU'91 (19)

გეთანხმები.
7-კაცა ვიცი მარტო ბავშვებში და მოყვარულიბში
ისე არ ვაღიარებ ჭეშმარიტ სპორტად

16:54 | 16.07.2016
krasni (587)

ფრანგებიც გვივლიან. ცვლილებების დროა, ძირეული ცვლილებების.

16:34 | 16.07.2016
GiorgiG83 (525)

გადაგვირჩა??
თუ მარჯვენა ფრთა აგვიკლეს?

15:37 | 16.07.2016
BEERTRANCE (1073)

დასანანი მარცხი

22:17 | 16.07.2016
ogafa (407)

აბა მოგვეგო მაინც

0.088892