ევროპის სერია

14:18 | 15.07.2016 | ნანახია 3725 - ჯერ

პოლონეთში ორი ცვლილებით

16 და 17 ივლისს გდინიაში (პოლონეთი) მე-3 ეტაპის გათამაშებით დასრულდება რაგბი ევროპის გრან პრის სერიის წლევანდელი გათამაშება, რომელშიც ჩვენი 7-კაცა მსოფლიო სერიის შესარჩევის, ჰონკონგის საგზურისთვის იბრძვის.

პირველი ეტაპი ივნისის დასაწყისში მოსკოვში გაიმართა, სადაც მე-6 ადგილი დავიკავეთ. ეს შედეგი თავისმხრივ ჰონკონგის ტურნირზე გასასვლელად საკმარისი იყო, ვინაიდან ამ მდგომარეობით მსოფლიო სერიაში მონაწილეთა შემდეგ მე-2 ადგილს ვიკავებდით. სამწუხაროდ 9-10 ივლისს, ექსეთერში გამართულ მეორე ეტაპზე მექსვე ადგილის შენარჩუნება და გაუმჯობესება ვერ გამოვიდა და მეშვიდეზე ჩამოვინაცვლეთ.

ამჟამინდელი მდგომარეობით ჰონკონგში გასასვლელად გდინიაში 7-კაცამ წინა ეტაპის შედეგი უნდა გააუმჯობესოს და სამი ეტაპის ჯამში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მსოფლიო სერიაში მონაწილე გუნდების შემდეგ პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაიკავოს.

როგორც წინა ეტაპის წინა კახა ალანიამ განაცხადა, გდინიაში 7-კაცას გიორგი ფრუიძე დაემატა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ივნისში ოკეანეთის ტურნეში მიიღო მონაწილეობა. გუნდს ასევე ჯიქის გარემარბი, გამოცდილი მოშვიდკაცე, რამაზ ხარაზიშვილიც შეემატა. ორთავე რაზმში ირაკლი გეგენავასა და იოსებ კიკვიძეს ჩაანაცვლებენ, რომლებიც ექსეთერში დაშავდნენ.

მატჩების განრიგი საქართველოს დროით:

ჯგუფურ ეტაპზე 7-კაცა ‘ბ’ პულში ბრიტანეთის ‘ლაიანზის’ (ევროპის სერიაზე ორ გუნდათ წარმოდგენილი ბრიტანეთის ნაკრების ერთ-ერთი გუნდი), საფრანგეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ იასპარეზებს. მატჩების ლაივსთრიმი ტრადიციულად გაიმართება რაგბი ევროპის პორტალზე Rugbyeurope.tv

16 ივლისი:

საქართველო - დ.ბრიტანეთი ლაიონზ 13:58 სთ

საქართველო - საფრანგეთი 14:43 სთ

საქართველო - პოლონეთი 19:43 სთ

სატურნირო რაზმი | რაგბის ევროპის გრან-პრის სერიის მე-3 ეტაპი

16-17 ვლისი, გდინია, პოლონეთი - ლაივსთრიმი Rugbyeurope.tv

1 დავით ლოსაბერიძე - აია,

2 რევაზ ჯინჯიხაძე - ჯიქი,

3 ნიკა გიგაური - არმაზი,

4 ზურაბ ძნელაძე - ლოკომოტივი,

5 ლევან გოგოლაშვილი - ლოკომოტივი,

6 იოსებ მათიაშვილი - აკადემია,

7 მიხეილ გაჩეჩილაძე - ყოჩები,

8 მამუკა ნინიძე - ჯიქი,

9 გიორგი ფრუიძე - აია,

10 გიორგი შკინინი - ლოკომოტივი,

11 რამაზ ხარაზიშვილი - ჯიქი,

12 ბექა ურჯუკაშვილი - არმია

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთ. მწვრთნელი, პალიკო ჯიმშელაძე და ზაზა ლეჟავა - მწვრთნელები, სანდრო ნიჟარაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:28 | 16.07.2016
mst (11)

რა უნდა ითამაშონ ამდენი წლებია ალანია არ მოაშორეს ნაკრებს,არა და აზრზე არაა,ვინ ყავს ასეთი პატრონი?

11:46 | 16.07.2016
tamasho (88)

არაუშავს ეს ჩვენთვის მაინც რაგბი-ბალეტია

23:31 | 15.07.2016
tengocie (60)

მომკალით და 7 კაცაში ისე ვერ ან არ თამაშობენ როგორც ეროვნულში

20:57 | 15.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

20:23 | 15.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

თორე იმ თამაშით პლეიოპშიც ვერ გავლენ

20:22 | 15.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

იმედია, არ დაგვწყვეტენ გულს და სრული მობილიზაციით და კონცენტრაციით ითამაშებენ

0.081735