ტურნირები

12:02 | 15.07.2016 | ნანახია 2538 - ჯერ

სეუ-ს რევანში და ჩემპიონობა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მორაგბეთა 7-კაცა გუნდმა, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში დასრულებულ ევროპის უნივერსიადაზე, დასკვნით დღეს ორივე თამაში მოიგო და ზედიზედ მეოთხედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ჯგუფურ ეტაპზე ლიტვისა და ესპანეთის ძლევის შემდეგ, სეუ პორტუგალიასთან 5:10 დამარცხდა. ეს იყო ამ გუნდის პირველი მარცხი ოთხ წელიწადში, თუმცა ჯგუფში მეორე ადგილით თასის ნახევარფინალში მაინც გავიდა.

წელს უნივერსიადის მონაწილე გუნდების დონე მნიშვნელოვნად რომ იყო ამაღლებული, ნახევარფინალში რუმინელებმა ქართველებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა ორის წილ სამი ლელოთი სეუ-მ მეტოქე 21:14 დაამარცხა, სადაც მას კვლავ პორტუგალია ელოდა, რომელმაც ნახევარფინალში რუსეთს სძლია. რევანშის შანსი გაჩნდა და ამით ქართველებმა სათანადოდ ისარგებლას, მეტოქეს 26:12 აჯობეს და მთავარი ჯილდო ზედიზედ მეოთხედ შემართეს.

სეუ-მ ზაგრებში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჯიმი ღამბაშიძე, ლაშა გედეხაური, ნიკოლოზ სუხაშვილი, შალვა დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ბახვა კობახიძე, შალვა მახარაშვილი, ლაშა ფოფხაძე, დაჩი კოპაძე, გიორგი აბრამიძე, თორნიკე მანაგაძე, ჟორჟ სალდაძე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105944