ქართული რაგბისთვის გასაოცარი დრო დადგა! 2015 წლის მსოფლიო თასზე საუცხოო თამაშის შემდეგ წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა ოკეანეთის ტურნეში, რომელიც წაუგებლად დაასრულეს და მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილი დაიკავეს.
ივნისში ფიჯის 14:3 ძლევის შესახებ ჯერ საუბრებიც არ ჩამცხრალა და ბორჯღალოსნები უკვე ნოემბრის ტესტებზე ახალ სენსაციებს უმიზნებენ.
„ფიჯიდან სანამ გამოვემგზავრებოდით ერთ ჯგუფად დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე თუ რაოდენ კარგი შესაძლებლობა გვეძლევა ნოემბრის ტესტებზე, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესოს შორის მოვხვდეთ, რაც ორ წლიან გეგმაში შევიტანეთ მსოფლიო თასი დასრულდა თუ არა შარშან“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
„შინ სამოას და იაპონიას ვეთამაშებით და გასვლაზე შოტლანდიას. ვინ იტყვის, რომ არ შეგვწევს ძალა შოტლანდიას „გული დავწყვიტოთ”?! ცხადია ეს ძალიან ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ვერნ ქოთერის ხელმძღვანელობით შოტლანდია სულ სხვა გუნდია.
„მსოფლიო თასმა და ოკეანეთის ტურნემ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შეგვმატა და ყველამ კარგად ვიცით, რომ სპორტში კარგად თუ მიუდგები საქმეს, იმუშავებ და თავდაჯერებულობას გაზრდი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შოტლანდიასთან მატჩის ნამდვილად არ გვეშინია. რა თქმა უნდა გვინდა, რომ ტოპ 10-ში მოვხვდეთ და თუ კარგად ვიმუშავებთ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.“
ახალი მიდგომა
ჰეიგმა სადავეები 2011 წლის დეკემბერში, რომ გადაიბარა, საქართველო რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა. და ახლა როდესაც ოთხი ადგილით აღზევება ნამდვილად მნიშვნელოვან პროგრესზე მიგვანიშნებს, რეალობა ისაა, რომ საქართველო უკვე ძალიან განსხვავდება იმ ერთ-განზომილებით მოთამაშე გუნდისგან, რომელიც 2011 წლის მსოფლიოზე მონაწილეობდა.
ვებერთელა კაცების გუნდს, რომლებსაც „დიდი გული აქვთ“, ახალ ზელანდიელმა ჰეიგმა უკანახაზის თამაშის ცოტაოდენი გუმანი შემატა, რამაც შინ თუ გარეთ გუნდს ხელშესახები პროგრესი მოუტანა.
„2011 წლის მსოფლიოზე, რომ ვაკვირდებოდი ერთ განზომილებაში მომუშავე გუნდის შთაბეჭდილება მრჩებოდა: დიდი და ღონიერი ბიჭები, რომლებიც ერთი მიმართულებით თამაშობდნენ. ბევრი რამ გვქონდა ასათვისებელი, უნდა შეგვეძინა წნეხის ქვეშ გადაწყვეტილებების მიღების უნარი და შეტევებისას ბურთი მეტად უნდა გაგვეშალა.
„შესაბამისად ვცადეთ, რომ ჩვენი მშვილდისთვის მორკინალების გარდა სხვა ისრებიც შეგვემატა. ოკეანეთის ტურნეზე ის ვისწავლეთ, რომ შეიარაღებაში დამატებით რამე თუ არ გვექნებოდა, რბილად, რომ ვთქვათ ძალიან გაგვიჭირდებოდა.
„ზაფხულის ტესტებზე განსაკუთრებით იმით ვისიამოვნე, რომ მეტოქეებს ინდივიდუალურად ბრწყინვალე მორაგბეები ყავდათ და ამის მიუხედავად, ჩვენ სტრუქტურირებული შეტევებით მათზე ბევრად მეტი შევქმენით.“
სიღრმეები
2019 მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლით, რაც ბორჯღალოსნებმა შარშანდელ მსოფლიოზე ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით დაიმსახურეს და იმის გამო, რომ საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ძირითად მორაგბეს ვერ უხმობდა, ჰეიგს მიეცა შესაძლებლობა რამდენიმე ახალი კომბინაცია გამოეცადა და ზოგი მორაგბისთვის ეხმო ოკეანეთში. ვიდრე მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას კიდევ ერთხელ და მოგვიანებით ფიჯის დაამარცხებდნენ, ბორჯღალოსნები სამოასთან 19:19 დაზავდნენ.
„ჩვენ ბოლო დროინდელ სტატისტიკას, რომ გადახედოთ და მსოფლიო თასისას შეადაროთ, ნათლად ჩანს, რომ ახლა ბევრად უკეთესი გუნდი ვართ“ გაგვიმხილა ჰეიგმა.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველად ვესტუმრეთ ოკეანეთს და ისეთ გუნდებს ვეთამაშეთ, როგორებიც სამოა, ტონგა და ფიჯი არიან და არც თუ ისე ბევრ გუნდს შეძლებიათ ოკეანეთიდან ერთი ფრისა და ორი მოგების წამოღება, მიმაჩნია, რომ ეს შრომა მსოფლიო თასისზე დახარჯულს უტოლდება.
„რადგან რამდენიმე ჩვენი მორაგბე თავიანთ კლუბებს ეხმარებოდა, გადავწყვიტეთ სხვა მოთამაშეებისთვის დაგვეძახა, რათა გვენახა საკვანძო პოზიციებზე სიღრმეების შექმნას თუ შევძლებდით.
„სიმართლე, რომ გითხრათ იმდენი ბურჯი გვყავს, რომ ლამისაა თვალდახუჭულს შეგვიძლია არჩევანის გაკეთება, მაგრამ ამხელა კონკურენციის დროს მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ ნადვილად დაიმსახურა გამოცდის შანსი. ასევე იყო მესამე ხაზელი ბექა ბიწაძე, რომელიც მსოფლიო თასის რაზმში ვერ მოხვდა. ძალიან კმაყოფილი ვარ მათი თამაშით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ ნაკრებში ორიოდ წელი არ ეთამაშათ.
თანმიმდევრობა
„ბექა ფედერალ 1-ში ასპარეზობს. ტურნეს შემდეგ რამდენიმე აგენტს ვესაუბრეთ და იქნებ უფრო მაღალი დონის კლუბში გადავიდეს.“
ჰეიგი ერთ-ერთი მათთაგანია, ვინც კარგად გაითავისა მსფოლიო რაგბის წვლილი, რომელმაც მეტი მაღალი დონის მატჩის შესაძლებლობა მისცა საქართველოს ნაკრებს და რომ ეს წვლილი ზრდის გუნდის სტანდარტს.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე ორჯერ ვეთამაშეთ სამოას, ხოლო იაპონიას კი სამჯერ. უკეთესი მატჩები გვაქ და შესაბამისად უფრო წარმატებულნი ვართ“ განაცხადა ჰეიგმა და ასევე დასძინა: „ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტმა გუნდმა დაგვპატიჟოს და მსოფლიო რაგბმა დაგვეხმაროს მეტი მაღალი დონის მეტოქის მოძიებაში, რაშიც მარკ იგანი და პიტერ ჰორნი განსაკუთრებით გვეხმარებიან.
დიდი ცვლილებები
მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი საუბრობს ახალ მიდგომაზე, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო დონეზე მეტი პროგრესი განიცადოს.
„ბედნიერნი ვართ ივნისში საქართველოს კარგი თამაშით“ განაცხადა იგანმა. „შარშან ნოემბერში მე და მილტონ ჰეიგმა განვიხილეთ ბორჯღალოსნების თამაში მსოფლიო თასზე და მოვრიგდით იმაზე, რომ რადგან ისინი შემდეგ მსოფლიოზე გავიდნენ, ივნისისა და ნოემბრის ტესტების მიმართებაში ეროვნული ნაკრებისთვის ახალი მიდგომა უნდა გვენახა.
„იმ დროს როდესაც წინა მსოფლიო თასის ციკლში თბილისის თასი საქართველოსთვის განვითარების კარგ პლატფორმას წარმოადგენდა, ჩვენ და ჰეიგი შევთანხმდით იმაზე, რომ მოთამაშეები თავიანთი კომფორტის ზონიდან უნდა გამოგვეყვანა, რათა გამოწვევა მათთვის სრულიად უცნობ სათამაშო და საცხოვრებელ გარემოში ენახათ.
„მილტონი თავიდანვე მხურვალედ მხარს უჭერდა ოკეანეთის ტურნეს იდეას და მიაჩნდა, რომ მისი მორაგბეები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას. ტურნედან ორი მოგებითა და ერთი ფრედ დასრულებული მატჩით დაბრუნება შეიძლება წარმოუდგენელ მიღწევად ჩაითვალოს გუნდისთვის, რომელიც ახლა ნომებრის ტესტებზე იაპონიასთან, სამოასთან და შოტლანდიასთან თამაშს დიდი თავდაჯერებულობით უმიზნებს.“
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იაპნია სამოას აუცილებლად უნდა მოვუგოთ და შოტლანდია მართლაც უკვე სულ სხვა გუნდია გაცილებით ძლიერია ვიდრე 2-3 წლის წინ იყო ასე რომ მაგათთან მოგებას არავინ ითხოვს (ისე თუ მოუგებენ არც მაგაზე ვიტყვით ურს DD)
გენაცვალეთ ყველას, მორაგბეებით დაწყებული ფორუმელებით დამთავრებული, ყველა მეამაყებითთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
1-ია ვეღარ მოვახერხებ შოტლანდიაში გაყოლას რისი იმედიც მქონდა.
მაგრამ იაპონია სამოასთან გიქომაგებთ ბოლომდე.
ეეჰ, მეც ვეღარ ვახერხებ შოტლანდიაში წასვლას იმის მიუხედავად რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა. არა უშავს, ნოემბერში ყველანი სტადიონზე!
წარმატებები ბიჭებო!!! დიდი მადლობა ყველა მორაგბეს, მელიტონს და რაგბს ფედერაციას!!! ასეთი პროფესიონალური მიდგომით მალე სულ უფრო დიდ სიმაღლეებზე ავალთ!!! რაგბი ჩვენი თამაშია!!!
მიდით ლომებო! როგორც ერთ ქართულ სიმღერაშია: "სულ ზევით-ზევით, მაღლა და მაღლაააა"
stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15'))
ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად მივიწევთ წინ ! ეს ყველაფერი პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის ხარჯზე ხდება !
წარმატებები
არაა გამორიცხული მე 8 ე ადგილს გამოვკრათ ხელი-რეიტინგში
აბა მიაწექით ბიჭებო
რაგბი ჩვენი თამაშია