„კელტების ლიგის“, იგივე პრო 12-ის მე-14 ტური დღეს ღამით, უელსურ-ირლანდიური დაპირისპირებით იწყება.
„ნიუპორტი“ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, მხოლოდ იტალიურ კლუბებს უსწრებს და ერთ-ერთ ლიდერს, ირლანდიურ „კონახტს“ თბილისის დროით 23:30 საათიდან მასპინძლობს და მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, კონკრეტულად ამ მატჩში ფავორიტად ითვლება.
მიზეზი მარტივია. უელსელები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ და „კელტების ლიგის“ მიმდინარე სეზონში შინ ჩატარებული ხუთი თამაშიდან, ოთხი გამარჯვებით დაასრულა. გულშემატკივრის მხარდაჭერა მას „ჩელენჯ ქაფზეც“ გამოადგა და სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო.
„კონახტის“ ხელმძღვანელობა მეტოქის ძალას სათანადოდ აფასებს და გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტ ლამი დიდი ბრძოლის მოლოდინშია. ის შეგირდებს ბრძოლისთვის განაწყობს და ყველას ახსენებს, რომ „ნიუპორტმა“ საკუთარ მოედანზე უკვე დაამარცხა პრო 12-ის ორი ირლანდიური გუნდი - „მანსტერი“ 22:6 და „ლენსტერი“ 23:13. 5 თებერვალს უელსელები კიდევ ერთ ირლანდიურ კლუბს, „ოლსტერს“ ბელფასტში ეთამაშნენ და მხოლოდ მატჩის მიწურულს გაშვებული ჯარიმის გამო 15:17 დამარცხდნენ.
„კონახტს“ კარგი დასაწყისის შემდეგ დიდი ჩავარდნა ჰქონდა და პრო 12-ის ზედიზედ ოთხ მატჩში დამარცხდა, მაგრამ ბოლო თამაშში უელსური „სკარლეტსი“ 30:17 დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა.
თამაშის ხილვა ამ მისამართზე იქნება შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/364587/1/newport-gwent-dragons-vs-connacht-live-stream-online.html
გუნდი (ქვეყანა) თ მ ფ წ +/- ქ ბ
1. | ოლსტერი (ირლანდია) | 13 | 8 | 0 | 5 | 252:167 | 41 | 9 |
2. | სკარლეტსი (უელსი) | 13 | 9 | 0 | 4 | 281:237 | 40 | 4 |
3. | კონახტი (ირლანდია) | 13 | 8 | 0 | 5 | 285:239 | 40 | 8 |
4. | ლენსტერი (ირლანდია) | 12 | 9 | 0 | 3 | 232:147 | 39 | 3 |
5. | ედინბურგი (შოტლანდია) | 13 | 8 | 0 | 5 | 220:173 | 37 | 5 |
6. | მანსტერი (ირლანდია) | 12 | 8 | 0 | 4 | 216:229 | 36 | 4 |
7. | ოსპრეიზი (უელსი) | 13 | 6 | 1 | 6 | 249:248 | 30 | 4 |
8. | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 11 | 5 | 1 | 5 | 232:221 | 29 | 7 |
9. | კარდიფი (უელსი) | 12 | 5 | 0 | 7 | 282:271 | 27 | 7 |
10. | ნიუპორტი (უელსი) | 13 | 4 | 0 | 9 | 210:252 | 21 | 2 |
11. | ძებრე (იტალია) | 12 | 4 | 0 | 8 | 176:298 | 18 | 2 |
12. | ტრევიზო (იტალია) | 13 | 0 | 0 | 13 | 185:338 | 7 | 7 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეთ სტრიმისთვის. იმედია მიმოხილვებსაც დადებთ ხოლმე.