ტესტ-მატჩები

13:18 | 14.07.2016 | ნანახია 1615 - ჯერ

„ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს“ გეტლანდი გაწვრთნის

საბოლოოდ დადასტურებული არაა, თუმცა უდიდესი ალბათობით, 2017 წლის ტურნეზე „ირლანდიელ და ბრიტანელ ლომებს“ ახალზელანდიელი სპეციალისტი უორენ გეტლანდი გაწვრთნის.

გაისად „ლომებს“ ახალ ზელანდიაში ხანგრძლივი ტურნე ელით, რომლის დროსაც 10 თამაშს გამართავენ. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ინგლისის ნაკრების ავსტრალიელმა ტავკაცმა ედი ჯონსმა, შეთავაზებაზე სახალხოდ თქვა უარი.

შედეგად, 52 წლის გეტლანდი უალტერნატივოდ დარჩა. ბრიტანული პრესის მტკიცებით, საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და სულ მალე ოფიციალური განხცადებაც გაკეთდება. უელსის ეროვნული გუნდის თავკაცს „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ მწვრთნელად ორჯერ უმუშავია - 2009 წელს ასისტენტად, ხოლო 2013 წელს მთავარ მწვრთნელად.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075137