ტოპ 14

18:53 | 13.07.2016 | ნანახია 1648 - ჯერ

ტოპ 14-ის 2016/2017 წლების სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება

ლეგიონერების სიმრავლიდან გამომდინარე, ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონი ტოპ 14-ის 2016/2017 წლების სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება.

პირველ ტურში ჩემპიონი „რასინგი“ „ბორდოს“ სტუმრობს, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს. ტოპ 14-ში წელს აღზევებული „ბეიონი“ ფინალისტ „ტულონს“, ხოლო „ლიონი“ „ბრივს“ დაუხვდება. პირველ ტურში სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: „კასტრი“ - „პო“, „ლა როშელი“ - „კლერმონი“, „სტად ფრანსე“ - „გრენობლი“ და „ტულუზი“ - „მონპელიე“.

თამაშების დაწყების ზუსტი დღე და საათი მოგვიანებით დადგინდება. პლეი ოფების პირველი ეტაპი 19-21 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 26-28 მაისს მარსელშია დანიშნული. ფინალური შეხვედრა 4 ივნისს პარიზში, „სტად ფრანსეზე“ გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:43 | 14.07.2016
BEERTRANCE (1073)

კარგია, ესე იგი ლეგიონერებს არ შეექმნებათ პრობლემები ივნისის ტესტებზე.

10:19 | 14.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

არგენიტინასთან სრული სვლით 24 ივნისს

0.086981