ინგლისი

12:45 | 13.07.2016 | ნანახია 1571 - ჯერ

ლატუმ ოპერაცია გაიკეთა

ტონგას ეროვნული ნაკრებისა და „ნიუკასლის“ მესამეხაზელი ნილი ლატუ ინგლისის პრემიერშიპის სტარტს გამოტოვებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 34 წლის მორაგბემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ლატუმ ტრავმა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩის შემდეგ, წყნარი ოკეანის თასზე სამოასთან 10:30 წაგებულ შეხვედრაში მიიღო.

ირკვევა, რომ რეაბილიტაცია ხუთი თვე გაგრძელდება და ლატუ მოედანზე მხოლოდ დეკემბერში შეძლებს გასვლას. შედეგად, პრემიერშიპისა და ჩელენჯ ქაფის თამაშების გარდა, ის ტონგას ნაკრების შემოდგომის ტესტ-მატჩებზეც დააკლდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08384