ტოპ 14

12:26 | 13.07.2016 | ნანახია 1952 - ჯერ

კუპერმა „ტულონი“ დატოვა

ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მგეზავმა ქუადე კუპერმა ფრანგული „ტულონის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

28 წლის მორაგბე პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის თანაგუნდელი მხოლოდ ერთი სეზონი იყო. მან ვერ შეძლო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება და წასვლის უმთავრეს მიზეზად ეს სახელდება.

„მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის. მოვიწყენ ჩემი ტულონელი ძმების გარეშე. იმედია მალე შევხვდებით“ - დაწერა მოთამაშემ საკუთარ „თვითერზე“.

ვარაუდობენ, რომ კუპერი სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას სუპერ რაგბის „ქუინსლენდ რედსში“ გააგრძელებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083667