საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნით, მესამე ეტაპზე პოლონეთის ქალაქ გდანსკში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ლაიონსის და მასპინძელთა გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
კახა ალანიას შეგირდებმა პირველ, მოსკოვის ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავეს, ხოლო ორი დღის წინ ექსეტერში მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდნენ. შედეგად, ორი ეტაპის ჯამში 16 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან და 8-8 ქულით ჩამორჩებიან ესპანეთს და გერმანიას, რომლებიც გაისად მარტში ჰონკონგში გასამართი მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპისთვის მთავარი კონკურენტები არიან.
უფრო კონკრეტულად, ევროპის გრან პრი ევროპის ჩემპიონატის გარდა მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპიცაა. სერიის მონაწილე ოთხი გუნდის გარდა - საფრანგეთი, რუსეთი, ინგლისი და უელსი, ანუ ბრიტანეთის ორი გუნდი, ორი მოწინავე ჰონკონგის საგზურს მიიღებს, სადაც სერიის დასკვნითი შესარჩევი ეტაპი გაიმართება. ამჟამად მოწინავე ორ ადგილს ესპანეთი და გერმანია იკავებენ და რადგან სხვაობა 8 ქულაა, საქართველომ აუცილებლად უნდა შეძლოს მინიმუმ თასის ნახევარფინალში თამაშის უფლების მოპოვება და ესპანეთი-გერმანიიდან ერთ-ერთმა პოლონეთში წარუმატებლად ითამაშოს.
გდანსკის ეტაპი 16-17 ივლისს გაიმართება და ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ: A ჯგუფი - დიდი ბრიტანეთი როიალსი, გერმანია, იტალია, ლიტვა; B ჯგუფი - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ლაიონსი, საქართველო და პოლონეთი; C ჯგუფი - ესპანეთი, რუსეთი, პორტუგალია და ბელგია.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი საუკეთესო და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში ითამაშებს, ხოლო დანარჩენი 4 IX-XII ადგილებს გაითამაშებს. სამი ეტაპის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი გრან პრის დატოვებს და მის ადგილს ირლანდია დაიკავებს, რომელმაც ქვედა დივიზიონი მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ექსეტერის ეტაპზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია). პოლონეთში რაზმს გიორგი ფრუიძე დაემატება. გუნდი უკვე ადგილზეა და მომავალი თამაშებისთვის ემზადება.
საერთო ცხრილი ორი ეტაპის შემდეგ
საფრანგეთი 18+18=36
რუსეთი 20+14=34
დიდი ბრიტანეთი როიალსი 12+20=32
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 16+12=28
ესპანეთი 8+16=24
გერმანია 14+10=24
საქართველო 10+6=16
იტალია 4+8=12
პორტუგალია 6+4=10
ბელგია 3+3=6
პოლონეთი 2+2=4
ლიტვა 1+1=2
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბის კავშირს უნდა გაეზარდოს დაფინანსება რო 7-კაცასთვისაც გამოიყოს საჭირო თანხები.
ძალიან შევცდით თავიდანვე რომ არ მივაქციეთ ყურადღება და უკვე ძალიან ჩამოვრჩით (რუსებთანაც კი !!) არადა ოლიმპიური სახეობაა !!
არაუშავს ეს ჩვენთვის მაინც რაგბი-ბალეტია
ბალეტი უძახე და ოლიმპიურ სახეობებში კი ჩართეს
იმენა შვიდკაცას სპეციალისტი სჭირდება ამ საქმეს, თორემ არავისზე ნაკლები ბიჭები არ არიან, უბრალოდ არ იციან როგორ დაიცვან თავი და როგორ შეუტიონ გუნდურად, მთლიანად სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა ჩვენი წარუმატებლობა
ძაან რთულ ჯგუფში ვართ, ეხლა რომ ვითამაშეთ ესეთი უგეგმარო თამაშით ჯგუფში ჩარჩენა გარანტირებული გვაქ
სასწრაფოდ შესაცვლელია ალანია. თავისითაც უნდა მიდიოდეს წესით რავი. რაგახდა ერთი ნომრალური უცხოელი მწვრთნელი. 7 კაცას სპეციალისტი. აშკარად 7 კაცას თამაში არ ვიცით თორემ ლიტვასთან ფრეს როგორ უნდა ვთამაშობდეთ სასტავი რაგბის აზრზე არ არის. ან გერმანია ჩვენზე წინ რა ლოგიკით უნდა იყოს.
უკანა ხაზი არ გვივარგაო რომ გაიძახის ზოგიერთი, ვისთან შედარებით არ გვივარგა?
რუსეთს, ლიტვას, გერმანიას და თუნდაც ესპანეთს უკეთესი ყავს?
ხომ არ ღადაობთ!!!
სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ალანიათIა დასაწყები!!!
პ.ს. ქართულ რაგბს ეს არ ეკადრება!
ალანიას თავმოყვარეობის იმედად დარჩენა არ ღირს. რამდენი წელია უკვე ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის აბა მოთვალეთ. პრობლემა ისაა რომ აღარ ეღირსა ამ სახეობას ცოტა მეტი ყურადღება, ალბათ ვერც ფიქრობენ ვინ შეიძლება დაიკავოს ალანიას ადგილი, უცხოელის მოყვანისთვის კი თანხა არ ჰყოფნით. მოკლედ ამ ეტაპზე შვიდკაცას ფორმალური სახე აქვს მხოლოდ და ტყუილად იხარჯება სახსრები. თან რასაც ეგენი დადიან
გეთანხმები ძმა და ეს შედეგები თუ აკმაყოფილებს ფედერაციას, ცუდად ყოფილა საქმე.
გაგვიჭირდება მიზნის მიღწევა.
ცუდია