ტოპ 14

15:20 | 12.07.2016 | ნანახია 2255 - ჯერ

„ტულონი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია

„ტულონის“ პრეზიდენტი მურად ბუჯელალი საკუთარი კლუბისთვის ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. ფრანგული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ბუჯელალი ინგლისის ნაკრების ყოფილ თავკაც სტუარტ ლანკასტერს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას კლუბს ბერნარ ლაპორტი 5 წლის განმავლობაში ედგა სათავაში, თუმცა გასული სეზონის შემდეგ მან გუნდი დატოვა და წლის ბოლოს საფრანგთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის იბრძოლებს. ლაპორტისთვის ტოპ 14-ის ფინალში „რასინგ 92“-თან განცდილი მარცხი ბოლო აღმოჩნდა.

ფრანგული პრესა ვაკანტურ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ინგლისელ სტუარტ ლანკასტერს განიხილავს. 46 წლის სპეციალისტი ბოლოს ინგლისის ნაკრებს ედგა სათავეში და მსოფლიო თასზე ცნობილი კრახის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლანკასტერს სუპერ რაგბის კლუბებიც ეპატიჟებიან და საინტერესოა რას გადაწყვეტს თავად ინგლისელი.

ამავდროულად, სახელდება „ტულონის“ თავკაცობის კიდევ ერთი კანდიდატი - ახალზელანდიელი გრეჰემ ჰენრი. იგი „ოლ ბლექსს“ შვიდი წლის განმავლობაში ედგა სათავეში (2004-11 წწ.), ხოლო წელს ირლანდიურ „ლენსტერში“ კონსულტანტად მუშაობდა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.128015